ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე, 2014 წლის 30 ივნისს, სახელმწიფო რწმუნებულის _ გურიის გუბერნატორის, გიორგი ჩხაიძის #142 განკარგულების თანახმად, გურიის გუბერნიის ადმინისტრაციის მოსამსახურეებს პრემიები მიეცათ.
ნინო ლომჯარია, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატის მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში _ 750 ლარი; თამთა სვანიძე, მდივან-რეფერენტი _ 680 ლარი; ჯანიკო ჩიტაიშვილი, გუბერნატორის ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი _ 680 ლარი; რევაზ ქუთათელაძე, გუბერნატორის ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი _ 680 ლარი; ბესიკ ქინქლაძე, გუბერნატორის ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი _ 680 ლარი; გიორგი გოგეშვილი, გუბერნატორის ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის სპეციალისტი _ 550 ლარი; ზურაბ მიმინოშვილი, გუბერნატორის ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის სპეციალისტი _ 550 ლარი; გიორგი კარტოზია, გუბერნატორის ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის სპეციალისტი_ 550 ლარი; დავით ჯაფარიძე, გუბერნატორის ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის სპეციალისტი _ 550 ლარი; გელა დუმბაძე, გუბერნატორის ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის სპეციალისტი _ 550 ლარი; ლაშა ვასაძე, გუბერნატორის ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის სპეციალისტი_ 550 ლარი; რომეო ჩხაიძე, გუბერნატორის ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის სპეციალისტი_ 550 ლარი; გიორგი კალანდაძე, გუბერნატორის ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის სპეციალისტი_ 550 ლარი; სერგო ზაქარიაძე, გუბერნატორის ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის სპეციალისტი_ 550 ლარი.
პრემიების ჯამი სულ 8 420 ლარს შეადგენს.
რატომ დარიგდა პრემიები გუბერნიაში დასაქმებულ თანამშრომლების გარკვეულ ნაწილზე? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად "გურია ნიუსი" გურიის გუბერნატორს გიორგი ჩხაიძეს დაუკავშირდა, რომელიც აღნიშნავს, რომ პრემიები ეძლევათ ადამიანებს ზედმეტი სამუშაოს გახორციელების გამო:
_ იცით, რომ სტიქია იყო გურიაში, აქედან გამომდინარე, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის თანამშრომლებს მოუხდათ გაცილებით მეტი დატვირთვით მუშაობა.
_ ბატონო გიორგი, ინფორმაცია გვაქვს, რომ პრემიები ივლისის ბოლოს დანარჩენ თანამშრომლებსაც დაურიგდებათ…
_ პრემია მიეცემა აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს, რომელიც იმუშავებს გაცილებით მეტხანს, ვიდრე მათი სამუშაო გრაფიკითაა გათვალისწინებული _ 12 საათი, 14 საათი და ა.შ., _ ამბობს ჩხაიძე.