როგორ შეიძლება გურია გახდეს ევროპის ნაწილი? – ამ კითხვაზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ასეთ კომენტარს აკეთებს:
"რეალურად თუ ვილაპარაკებთ, აქ რამდენიმე დეტალია. პირველი არის ის, რომ ჩვენ ძალიან სწორ გზაზე მივდივართ, ჩვენ მოვახდინეთ ვაჭრობის, სავიზო რეჟიმის და დემოკრატიული ინსტიტუტების დამტკიცების თვალსაზრისით, წინ გადაგვედგა ნაბიჯი, ეს მთელ საქართველოს უფრო მეტად აახლოებს ევროპასთან. რაც შეეხება სხვა დეტალებს, მე ვფიქრობ, რომ მთავარი ჩვენი ამჟამინდელ გამოწვევების წინაშე არის ის, რომ ჩვენ შევძლოთ ეკონომიკა დავაყენოთ ფეხზე და კიდევ უფრო გავაძლიეროთ დემოკრატიული სტრუქტურა. ეს, ბუნებრივია, იმპულსს მისცემს კერძო ბიზნესს და კერძო ინიციატივებს და იმ კულტურულ პოტენციალს, რაც ჩვენში არსებობს.
ასე რომ, ევროპის გზაზე ჩვენ ვდგავართ ბუნებრივად. უბრალოდ, საჭიროა ამ გზის და ამ პულსის სტაბილურად შენარჩუნება“, _ გვითხრა საქართველოს პრეზიდენტმა.