დღეს, ზუგდიდში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება.
გახსნის ცერემონიალს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი სიგუა, სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ხვიჩა ქანთარია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.
გიორგი სიგუას განცხადებით, ასეთი ცენტრები უკვე გაიხსნა მარტვილსა და ჩხუროწყუში და ისინი ყოველდღიური დატვირთვით იმუშავებენ.
ცენტრებში ტურისტებს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე დაბეჭდილი ტურისტული ლიტერატურა დახვდებათ. მისივე თქმით ტურისტული ცენტრები ტურისტებს ბევრ პრობლემას მოუხსნის, მეტ კომფორტს შესთავაზებს, რაც ხელს შეუწყობს ტურისტების მოდინებას საქართველოში.