"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსად, საკრებულოს იურისტი ლაშა თავაძე ინიშნება.
ლაშა თავაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 4 წელია რაც მუშაობს, მანამდე ის გურიის გუბერნიის თანამშრომელი იყო. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თავაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის მოადგილის, არჩილ ყაზაიშვილის კადრია.
"გურია ნიუსთან" საუბარში, აღნიშნული ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და იურისტმა ლაშა თავაძემ.