ამ წუთებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი აქციას – "საქართველოს პრეზიდენტი სიტყვის გამტეხი…" მართავს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მარგველაშვილმა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტად აირჩიეს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ აშენებულ რეზიდენციაში შესვლაზე უარი განაცხადა. იგი ამბობდა, რომ მისი სამუშაო ოთახი ათონელის ქუჩაზე განთავსებოდა, რეზიდენციას კი რომელიმე უმაღლეს სასწავლებელს გადასცემდა. თუმცა, მოიტყუა და სიტყვა გატეხა. იგი თავად შევიდა ამ რეზიდენციაში და აქედან აგრძელებს მუშაობას.
სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის წევრებმა, აქციაზე 6 კილო პლასტელინისგან დამზადებული გიორგი მარგველაშვილის ბიუსტი მიიტანეს, რომელსაც აწერია – "სიტყვის გამტეხი".
"გურია ნიუსი" ადგილიდან ფოტორეპორტაჟს, მოგვიანებით შემოგთავაზებთ.