საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე – ამბასადორიალზე, განაცხადა, რომ აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც აღადგენს ბალანს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის.
"ბოლო დროს, ნათლად გამოჩნდა, რომ კონსტიტუციის დღევანდელი მოდელი საჭიროებს გადახედვას და დახვეწას. სწორედ ამისათვის შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც გამოასწორებს დღეს არსებულ ხარვეზებს და გამორიცხავს კონკრეტული პოლიტიკური ძალისათვის მორგებულ დებულებებს.
ქვეყანას ბოლოსდაბოლოს ექნება კონსტიტუცია, რომელიც ფართო კონსენსუსის გზით იქნება მიღებული," _ აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.