ამ წუთებში კურორტ ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულს ზეიმობენ.
დილის კულტურული ღონისძიების შემდეგ, დოღი გაიმართა.
ორ კილომეტრიან წრეზე, გამარჯვება ოზურგეთელმა "ლიმონამ" მოიპოვა.
დოღზე მონაწილეობას იღებდა ერთადერთი ახალგაზრდა ქალბატონი, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა.
დოღს სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები, სამართალდამცავი ორგანის წარმომადგენლები და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი ესწრებოდნენ.
ვრცელ ფოტორეპორტაჟს „გურია ნიუსი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.