საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი მეუღლესთან, თამთა ყუბანეიშვილთან ერთად, ბახმაროში დოღს დაესწრო.
მინისტრი სამთავრობო ლოჟის მოშორებით იდგა. მისი თქმით, ბახმაროში პირველად იყო.
"ძალიან ლამაზი ადგილია. სიმართლე გითხრათ, პირველად ვარ ბახმაროში. დასავლეთ საქართველოში ვარ, ეს დღეებია, დევნილებთან მქონდა შეხვედრები. ფერისცვალებას ჩემს მეუღლესთან ერთად დავესწარი ტრადიციულ დოღს."
_ ბატონო სოზარ, სვანეთის მთები უფრო ლამაზია თუ გურიის?
_ სვანეთს არ შეედრება არაფერი, მაგრამ სვანეთის მერე გურიის მთები არის ყველაზე მაგარი.