https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა წამოიღო საქართველომ ნატო-ს უელსის სამიტიდან

16:09; 6.09.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

4-5 სექტემბერს უელსში გამართული ნატო-ს სამიტი დასრულდა. მოლოდინი მეტი იყო, თუმცა, საქართველოს მთავრობა მიღწეულითაც კმაყოფილია და აცხადებს, რომ ქვეყნის წინსვლა ალიანსის მხრიდან დაფასებულია.

რა მიიღო საქართველომ ნატო-სგან და უნდა ველოდოთ თუ არა უახლოეს მომავალში ალიანსში გაწევრიანებას? – გუშინ, მრავლად კეთდებოდა განცხადებები, რომ ახალი პაკეტის მიღება იგივეა, რაც მაპი ყოველგვარი იურიდიული დოკუმენტების გარეშე.

თუმცა, საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ იმ საშუალებების განვითარებით, რომელიც საქართველომ უელსის სამიტის ფარგლებში მიიღო, რეალურად მივაღწევთ იმ დონეს, რომელსაც ქვეყნები გაწევრიანების სამოქმედო გეგმის საშუალებით აღწევდნენ.

"მაგრამ მე არ მინდა მოვატყუო საზოგადოება და ვთქვა, რომ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ MAP-ი არ დაგვჭირდება _ შესაძლოა, ჩვენ არ დაგვჭირდეს, თუმცა დღევანდელ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რომ MAP-ი არასდროს იქნება საჭირო. შეიძლება ასეც იყოს, შეიძლება MAP-ი დარჩეს, როგორც მოთხოვნა. ასეც რომ დარჩეს, ჩვენ გვექნება მთელი შინაარსობრივი ნაწილი ამ მექანიზმით გავლილი", – აღნიშნა მარგველაშვილმა სამიტის შეჯამებისას.

მისივე შეფასებით, უელსის სამიტზე ჩვენმა მოკავშირეებმა საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები დააფასეს და ნატო-ს სამიტიდან მოვდივართ საშუალებების იმ პაკეტით, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურად წაწევს წინ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, არამედ უფრო დაცულს, უფრო უსაფრთხოს გახდის ჩვენს რეგიონს.

ნატო-ს გენერალურმა მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, საქართველომ ნატო-სთან ურთიერთობების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, თუმცა მეტი შეიძლება გაკეთდეს.

"მოხარული ვარ, რომ საქართველომ მიიღო მიწვევა ამ ჯგუფში მონაწილეობაზე, სადაც ის ქვეყნები არიან, რომელთაც ნატო–სთან ახლო ურთიერთობა სურთ. საქართველოს მონაწილეობა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველო–ნატო–ს პრაქტიკულ სამხედრო თანამშრომლობაში", – აღნიშნა რასმუსენმა და დასძინა, მზადყოფნის სამოქმედო გეგმა მკაფიო გზავნილს გაუგზავნის რუსეთს, რომ ალიანსს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მოკავშირეების დასაცავად.

ნატო-ს სამიტს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც. მათი განცხადების მიხედვით, ალიანსის სამიტის შედეგები ვერავის გააკვირვებს. 

"სამიტზე მთავარ საკითხად დაისახეს ნატო–ს ინფრასტრუქტურის განვითარება "აღმოსავლეთით" და ალიანსის ყოფნა რუსეთის საზღვრების სიახლოვეს. ეს გეგმები ადრეც არსებობდა და უკრაინის კრიზისი მხოლოდ საბაბი აღმოჩნდა ამ გეგმების რეალიზებისთვის. უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების არსი და ტონალობა, კიევთან ერთად დაანონსებული ნატო–ს წევრი სახელმწიფოების წვრთნების შესახებ, რომელიც 2014 წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს, ვითარების გარდაუვალ დაძაბვამდე მიგვიყვანს, ხელს შეუშლის უკრაინაში სამშვიდობო პროცესს და უკრაინული საზოგადოების გახლეჩას. უფრო მეტიც, ეს განცხადებები ადასტურებს ნატო–ს უპირობო მხარდაჭერას ნეოფაშისტური და ექსტრემისტული ძალებისადმი, მათ შორის "მემარჯვენე სექტორისადმი". რაც ეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მოხდება მათი დეტალური გაანალიზება, მათ შორის ნატო–რუსეთის 1997 წლის აქტის და სხვა საბაზო შეთანხმებების კონტექსტში",  _  ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

რა მივიღეთ ნატო-სგან და არის თუ არა ეს საკმარისი ალიანსში გასაწევრიანებლად? – ამ კითხვაზე ექსპერტთა ვარაუდები და შეფასებები სხვადასხვაგვარია.

“საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებელ ელენე ხოშტარია ნატო–ს სამიტზე მიღებულ კომუნიკესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ  დოკუმენტში საქართველოს ნატო–ში გაწევრიანების თვალსაზრისით, არაფერი ახალი არ არის და კონფლიქტებთან დაკავშირებით „ერთი ძალიან ცუდი ფურმილირებაა“.

„ახალი და კარგი ელემენტია, რომ ნატო იზრუნებს ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაზე. თან ეს კეთდება, როგორც დღევანდელი საფრთხეების არიდებისთვის, ასევე წევრობისთვის გვამზადებენ ამით.

ცუდია, რომ: გაწევრიანების თვალსაზრისით არაფერი ახალი არ არის; გამქრალია ასპირანტი ქვეყნების ფორმულირება. მეტიც მონტენეგროს (ერთ-ერთ ასპირანტს) ფაქტიურად მიიღებენ 2015 ში, ანუ დისპროპორცია გაჩნდა ჩვენს პოზიციებში.

აფხაზეთის თემა დაჯგუფებულია არა ყირიმის თემასთან (რაც სრულიად რეალისტური ამოცანა იყო სწორი დიპლომატიის პირობებში) არამედ, ე.წ. გაყინული კონფლიქტების თემასთან. ერთი ძალიან ცუდი ფორმულირებაა ზოგადად კონფლიქტებთან მიმართებაში, მაგრამ ჯერ თავს შევიკავებ ამის სრულად დაწერისგან, დავაზუსტებ რაღაცეებს“, _ აღნიშნავს ხოშტარია.

თუმცა, ხოშტარიასგან განსხვავებით,სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძეს მიაჩნია, რომ მაპ-ის მიღება და ახალი სამოქმედო პაკეტის გადმოცემა ერთიდაიგივეა, მხოლოდ დასახელებაა განსხვავებული, რაც ერთი მიზეზით – რუსეთის შესაძლო რეაქციებით შეიძლება აიხსნას.

„ნატო–ს მხრიდან ახალი, გაძლიერებული სამოქმედო პაკეტის მიღება, დიპლომატიურად წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ერთის მხრივ აღრმავებს  ნატო–საქართველოს ურთიერთობას და მეორეს მხრივ, არც ფორმალურ და არც პრაქტიკულად არ ახდენს რუსეთის პროვოცირებას", _ ამბობს სამხედრო ექსპერტი.

რაც შეეხება თავად დეკლარაციას, მასში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ:

„ჩვენ დახმარებას ვუწევთ საქართველოს გააგრძელოს რეფორმების განხორციელება, დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია, მართლმსაჯულების რეფორმირება და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა. ნატო მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მიერ ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში შეტანილ უზარმაზარ წვლილს და აღიარებს ქართველი სამხედროების მიერ გაღებულ მსხვერპლს. საქართველოს მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს ნატოს გადამწყვეტ მისიაში, მიუთითებს საქართველოს, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორის როლს.

ამასთან, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ აღნიშნულ და შემდგომ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან მოიცავს ყველა საჭირო ელემენტს, რათა ქვეყანამ გააგრძელოს სვლა ნატო-ში ინტეგრაცისკენ. დღეს, ჩვენ მივიღეთ ალიანსთან თანამშრომლობის არსებითი პაკეტი, რომელიც ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, შეიარაღებული ძალების მომზადებას, ურთიერთთავსებადობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების გაძლიერებას ითვალსწინებს. აღნიშნული პაკეტი დაეხმარება საქართველოს კიდევ უფრო უკეთესად მოემზადოს ალიანსში გასაწევრიანებლად.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ალიანსი მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მივესალმებით საქართველოს მიერ ევროკავშირის შუამავლობით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პუნქტების სრულ დაცვას და საქართველოსადმი ნდობის აღდგენის მიზნით, სხვადასხვა მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს.

მივესალმებით საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ასევე მოვუწოდებთ რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება და საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს ჯარი. მოვუწოდებთ ჟენევის მოლაპარაკებებში ჩართულ ყველა მხარეს კონსტრუქციული როლი შეასრულოს და გააგრძელოს მჭიდრო მუშაობა ეუთო-სთან, გაერო-სთან და ევროკავშირთან, რათა ტერიტორიული კონფლიქტის მოგვარება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში მშვიდობიანი გზით განხორციელედეს“, – აღნიშნულია დეკლარაციაში, რომელიც სახელმწიფოთა და მთავრობათა წარმომადგენლების მიერ ნატო-ს საბჭოს სხდომაზეა მიღებული.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ირმა ინაშვილი სოსო მანჯავიძეს: ენას ამოგაგლეჯ!

სოსო მანჯავიძე: განდიდების მანიით შეპყრობილ ირმა ინაშვილს ბინძურ კამპანიაში არ ავყვები

ყველა სიახლე

პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9.09.2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ნადარეიშვილი: “ასავალ-დასავალს” აფინანსებს წიწამური, სადაც ერთხელ უკვე გავარდა საბედისწერო ტყვია”

9:27; 9.09.2026
საზოგადოება

გივი მიქანაძემ არჩეულში აგარაკისთვის მესამე ნაკვეთიც იყიდა _ სოფელში არც სკოლაა და არც საბავშვო ბაღი

9:15; 9.09.2026
პოლიტიკა

“რაც პირველი მომხვდა ხელში, ის ვესროლე თავში იაგო ხვიჩიას”

8:19; 9.09.2026
პოლიტიკა

“რეციდივისტი ფარცხალაძე  გვყავდა მთავარ პროკურორად, რომელმაც ახლა უკრაინა უნდა დაიპყროს”

8:06; 9.09.2026
საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო