https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ეს არჩევნები იყო სრული ბუტაფორია და განათლების სამინისტროს მიზანი არ ყოფილა რეფორმების გატარება”

19:09; 28.09.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

2013 წლის დასაწყისში,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ,  საჯარო სკოლის   დირექტორობის მსურველთა,  ორეტაპიანი სასერთიფიკაციო  შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. 

მასში, თავდაპირველად,  დაახლოებით 4000-მდე სხვადასხვა პროფესიის ადამიანმა  მიიღო მონაწილეობა, მაგრამ  სკოლის დირექტორობის უფლება, დამადასტურებელი სერთიფიკატით,  დაახლოებით  983  მათგანს მიენიჭა.  მოგვიანებით, სამინისტრომ, იმ მოტივით რომ საქართველოში არსებული სკოლების რაოდენობა სერთიფიცირებულ კანდიდატთა რაოდენობაზე მეტია, – განმეორებით ჩაატარა იგივე კონკურსი, რათა საკმარისი რაოდენობის კანდიდატისთვის მოეყარა თავი.

პროცესი საბოლოოდ 2014 წლის აგვისტოს მიწურულს დასრულდა და მთელი წლის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა შეგროვდა იმ  კანდიდატთა საჭირო რაოდენობა, რომლებმაც ორივე ეტაპი წარმატებით გაიარეს და  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  შესაბამისი სერთიფიკატი გადასცა, რითაც აღნიშნულ პირთა შესაძლებლობები და კომპეტენცია დაადასტურა.  თუმცა, მათი ნაწილი დირექტორი მხოლოდ იმიტომ ვერ გახდა, რომ სამინისტრომ მოულოდნელი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო – ისინი  სამეურვეო საბჭოებისთვის არ წარედგინა.   

 ამასთან დაკავშირებით, "გურია ნიუსთან,"   პროფესიით ფილოლოგი, ხათუნა იაკობაშვილი საუბრობს, რომელსაც განათლების სამინისტრომ  დირექტორობის უფლება მიანიჭა, მაგრამ შემდეგ იმ  89  ადამიანის სიაში აღმოჩნდა, რომლებიც  სამეურვეო საბჭოებს აღარ წარუდგინა:

"სკოლის დირექტორობის უფლების მიმნიჭებელი ორეტაპიანი კონკურსი, 2013 წელს გამოცხადდა. ტესტირება შარშან, აგვისტოს ბოლოს ჩატარდა. პირადად  22 აგვისტოს გადავლახე პირველი, ტესტირების ეტაპი, მივიღე 92 ქულა და მოვიპოვე გასაუბრების ეტაპზე მოხვედრის უფლება.სამინისტრომ კონკურსი რომ გამოაცხადა, მაშინვე აღნიშნა რომ უკვე 2014 წლის იანვრისთვის გეგმავდნენ, თუ ყველა სკოლაში ვერ შეძლებდნენ, ეტაპობრივად მაინც ჩაენაცვლებინათ ის დირექტორები, რომლებმაც სასერთიფიკაციო გამოცდა ვერ ჩააბარეს. ანუ, მოლოდინი მქონდა, რომ პროცესი დროში არ გაიწელებოდა და მის სამართლიანად წარმართვაშიც  არ შემპარვია ეჭვი.  წინააღმდეგ შემთხვევაში,   საერთოდ არ ვისურვებდი მასში მონაწილეობის მიღებას, თუნდაც ის რომ მცოდნოდა, – ეს გაურკვეველი მოლოდინი მთელ წელიწადს  გასტანდა და ბოლოს სრულიად გაურკვეველ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდი.

ახლა ისევ ქრონოლოგიურად მივყვები მოვლენებს და გეტყვით, რომ 2013 წლის აგვისტოს ბოლოს, სამინისტროს უკვე ჰყავდა დაახლოებით 1700 კანდიდატი, რომლებმაც ტესტირების  პირველი ეტაპი დაძლიეს და გასაუბრების ეტაპზე გასვლის უფლება მოიპოვეს, რის შემდეგაც მოლოდინის გაურკვევლი და ხანგრძლივი პერიოდი დაიწყო…  

 სხვის განცდებსა და ემოციებზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ საკუთარი კარგად ვიცი. დიდი ალბათობით,  სხვების ემოციებიც ჩემგან არაფრით განსხვავდებოდა იმის გამო, რომ  სავარაუდოდ იანვრისთვის უკვე კონკურსის დასრულებას ველოდებოდით და გასაუბრების შესახებ კი არაფერი ვიცოდით: არც თარიღი, არც სპეციფიკა. ვრეკავდით განათლების სამინისტროში, საიდანაც ერთადერთ გაზეპირებულ ფრაზას ვისმენდით: დაელოდეთ, ინფორმაცია გამოქვეყნდება  ჩვენს ვებგვერდზე, ოღონდ როდის არავინ იცისო…  ცხადი იყო, რომ პროცესი დროში იწელებოდა და როგორც იქნა, ოქტომბრის ბოლოს  გასაუბრებაც გამოაცხადეს, თუმცა მის სპეციფიკაზე ისევ არაფერი ვიცოდით, გარდა ერთი ფრაზისა – სტრუქტუირებული…

ამ მორალურ საკითხებზე ამდენს იმიტომ ვსაუბრობ, რომ მინდა მოქალაქეებმაც, კანონმდებლებმაც და შემსრულებლებმაც გაითვალისწინონ ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება: ზოგჯერ შეიძლება ქაღალდზე დაწერილი კანონი არ ირღვევა, მაგრამ ირღვევა არანაკლებ მნიშვნელოვანი რამ – სამართლიანობის, დაცულობის, ღირსების შეგრძნება, რაც ადამიანს დედამიწაზე მცხოვრები ყველა სხვა  არსებისგან  გამოარჩევს და რომლის დაცვაც განათლებულმა და მაღალზნეობრივმა  ერებმა შეძლეს…

ასე იყო თუ ისე, ოქტომბრის ბოლოს გასაუბრებაც შედგა და ჩვენი მოლოდინის მეორე ეტაპი დაიწყო… ახლა უკვე საბოლოოდ ცხადი გახდა ჩემთვის, რომ ეს პროცესი არათუ 2014 წლის იანვარში არ დასრულდებოდა, არამედ მომავალი სასწავლო წლისთვისაც კი სათუო ხდებოდა… ასე გავიდა ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და როგორც იქნა, თებერვლის დასაწყისში, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა იმ პირთა სია, რომლებსაც საჯარო სკოლის დირექტორობის უფლება მიენიჭათ და  მეც მათ შორის   აღმოვჩნდი.  ჩემი სერთიფიკატი 2014 წლის 6 თებერვლითაა დათარიღებული და სხვების სერთიფიკატის მსგავსად იმას ადასტურებს, რომ,  განათლების სამინისტროს, როგორც თავად უწოდებენ კომპეტენტურმა და სამართლიანმა კომისიამ,  ჩემი უნარები, ხედვა, ხასიათი, კომპეტენცია სკოლის დირექტორობისთვის შესაბამისად ჩათვალა და მომცა უფლება, როგორც კანონითააცაა განსაზღვრული, რომელიმე კონკრეტული სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის წარმედგინა ჩემი პიროვნება და გეგმები…

ასე დავასრულეთ მეორე და დასკვნითი ეტაპი და უკვე სერთიფიცერებულებმა გავაგრძელეთ გაურკვეველი მოლოდინის ის გზა, რომელიც იმაზე დამქანცველი და გამაღიზიანებელი აღმოჩნდა, ვიდრე გავლილი…  სამინისტროსთან სატელეფონო ურთიერთობის რამდენიმე თვის თავზე, როგორც იქნა მხოლოდ ის შევიტყეთ, რომ რადგან საჯარო სკოლების რაოდენობა აღემატება სერთიფიცირებული კანდიდატების რაოდენობას, სამინისტრო იძულებული გახდა, ხელახალი კონკურსი გამოეცხადებინა, რომლის დაწყებისა და დასრულების ზუსტი თარიღი არავინ იცოდა…  ცხადი იყო, რომ ჩვენს ემოციებზე არავინ ფიქრობდა, არავის ერთი წუთითაც არ შეპარვია ეჭვი იმაში, რომ ჩვენი უფლებები ილახებოდა და კიდევ დიდხანს უნდა დავლოდებოდით გაურკვეველ მომავალს… როცა ერთი ასეთი სატელეფონო ზარისას სამინისტროს თანამშრომელს ვკითხე, უფიქრია კი ვინმეს იმაზე, რომ შეიძლებოდა  ჩვენი ეტაპობრივად ჩანაცვლება თუნდაც მხოლოდ იმ სკოლებში, რომლის დირექტორებმაც ვერ მიიღეს სერთიფიკატი და შესაბამისად აღარ ჰქონდათ მუშაობის უფლება, – მიპასუხა რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავლოდებოდით მეორედ გამოცხადებული კონკურსის შედეგებს, ხოლო შეკითხვით ან პრეტენზიით მხოლოდ მინისტრისთვის შეგვეძლო მიგვემართა…  თუნდაც საერთოდ რომ არ მიმეღო ამ კონკურსში მონაწილეობა, როგორც გონიერ ადამიანს, მაინც შემაწუხებდა ერთი სრულიად ლეგიტიმური კითხვა: მაშინ,  როცა ამდენი სერთიფიცირებული კანდიდატი ელოდება როდის მისცემენ კანონიერი უფლების აღსრულების საშუალებას, რატომ აგრძელებს უამრავი არასერთიფიცირებული დირექტორი  მუშაობას და არის თუ არა ეს, იგივე მოსწავლეთა უფლების დარღვევა, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი კითხვა დღემდე უპასუხოდ დარჩა… 

 მოკლედ რომ ვთქვა, თებერვლიდან აგვისტომდე დრო როგორღაც გავიდა და  უკვე შუა რიცხვებამდეც რომ არაფერი ისმოდა, ხოლო ახალი სასწავლო წელი კარს იყო მომდგარი, უცებ, უკვე სრულიად მოულოდნელად, 16 აგვისტოს, (14 აგვისტოს, როცა კიდევ ერთხელ და ვინ იცის მერამდენედ დავრეკე სამინისტროში, მითხრეს რომ კვლავ არაფერი იცოდნენ) განათლების სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელმაც გვამცნო, რომ 18 და 19 აგვისტოს,  სერთიფიცირებულ პირებს უნდა შეგვევსო განაცხადის ელექტრონული ფორმა, აგვერჩია 3 სკოლა, რომელშიც გვსურდა საკონკურსოდ ბრძოლა, ხოლო 20 აგვისტოს შეგვეძლო მონიშნული რომელიმე სკოლის შეცვლა.  ამის შემდეგ, განათლების სამინისტროში დანიშნულ კიდევ ერთ  გასაუბრებაზე უნდა წარგვედგინა, სკოლის განვითარების სტრატეგიული ხედვა (რომელიც, მეეჭვება თავად სამინისტროს ჰქონდეს, ან თუ აქვს – სწორად ესმოდეს პრიორიტეტები)  ხოლო  უკვე 21 აგვისტოდან ეტაპობრივად გამოქვეყნდებოდა გასაუბრების განრიგი. ერთი სიტყვით, მთელი წლის  ლოდინის შემდეგ აღმოვჩნდით თითქმის ფორსმაჟორულ და სტრესულ ვითარებაში,  როცა ყველაფერი  სასწრაფოდ და მხოლოდ ორი დღის ვადაში უნდა მოგვესწრო.

 აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სკოლის არჩევის უფლებას კი გვაძლევდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც სამინისტროს უნდა გადაეწყვიტა, რომელ მათგანში შეგვეძლო წარვმდგარიყავით სამეურვეო საბჭოს წინაშე.  მხოლოდ ასეთი მწირი განმარტება  ამოვიკითხეთ სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე.  ის კრიტერიუმები ან ნიშან–თვისება, რის მიხედვითაც კომისიას უნდა  გადაეწყვიტა, რომელ საჯარო სკოლაში ვინ  მეტად იყო საჭირო, –  ჩემთვის დღემდე გამოცანად რჩება, რადგან ამის შესახებ  არსად დაწერილა და არც არავის უპასუხია… მითუფრო არავის უთქვამს, რომ რომელიმე ჩვენგანი საერთოდ სკოლამდეც ვერ მიაღწევდა, რადგან თავიდანვე, როცა კონკურსი გამოცხადდა, – ითქვა  და ზოგადი განათლების კანონის მიხედვითაც ასეა, რომ  სერთიფიცირებული კანდიდატები წარდგებიან სამეურვეო საბჭოების წინაშე, (ხაზს ვუსვამ კანდიდატებს, რადგან ზოგადად არჩევნების პრინციპი არის ის, რომ მასში თუნდაც ორი კანდიდატი მონაწილეობდეს) და სამეურვეო საბჭო თავად ირჩევს იმ კანდიდატს, რომლის  სამოქმედო გეგმაც მოსწონს!  

  გამოცხადებული განრიგის მიხედვით, 23 აგვისტოს, შაბათს, გასაუბრებაზე გამოვცხადდი 15 საათსა და 40 წუთზე. აღარაფერს  ვამბობ იმაზე, რომ დაახლოებით საათზე მეტხანს მომიხდა ლოდინი, რაც თავისთავად ისევ და ისევ ჩვენს მიმართ გამოჩენილ უპატივცემულობას, საკუთარი საქმიანობის არაჯეროვნად შესრულებას, ჩვენი ემოციებისა და განცდების არაფრად ჩაგდებას ნიშნავს და ჩემთვის იმ ლოგიკის გაგრძელებაა, რაზეც მთელი წლის განმავლობაში ვფიქრობდი:  განათლების სამინისტრო, ეს ერთი ყველაზე  მნიშვნელოვანი უწყება, – არაფრად აგდებს ადამიანურ  ემოციებს და არც კანონით დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებით გამოირჩევა…

 პირველი, რაც მისალმებისა და ვინაობის წარდგენის შემდეგ კომისიის წევრებმა მკითხეს, იყო ის – ვიცნობდი თუ არა, ჩემს  მიერ არჩეული სამი სკოლიდან  რომელიმეს კონკრეტულ პრობლემებს და მქონდა თუ არა მათი გადაჭრის ასევე კონკრეტული გზები, რაზეც ვუპასუხე, რომ ვინაიდან არ მოგვეცა სკოლებში მონიტორინგის წარმოების  საშუალება, არცერთი მათგანის კონკრეტულ პრობლემას არ ვიცნობ და მხოლოდ  ის შევძელი, – მათზე ინტერნეტით მომეძიებინა ინფორმაცია, რომელიც სავარაუდოდ ძველია, განახლებას საჭიროებს და მათზე დაყრდნობაც ძნელია. თუმცა, რადგანაც ვარ პედაგოგი, ამჟამად რეპეტიტორი, მაქვს მოწაფეებთან უშუალო შეხება, ასევე ვარ საზოგადეოების აქტიური წევრი, ვაკვირდები მასში მიმდინარე მოვლენებსა და  მაქვს ანალიზის უნარი, – ცხადია ვიცი დღევანდელი სკოლების არაერთი პრობლემა, რომელიც პრაქტიკულად ყველა მათგანისთვის იდენტურია. ზოგადად კი ჩემი პრეზენტაციის ლეიტმოტივი გახლდათ, აკადემიური განათლების პარალელურად, ზნეობრივად მოაზროვნე  მოქალაქის აღზრდა, რომლის მართვასა და დამორჩილებას, სამომავლოდ ვერანაირი პოლიტიკური კონიუქტურა ვერ მოახერხებს…

  დასასრულს, კომისიის წევრებმა მითხრეს, რომ პრეზენტაცია იყო ძალიან საინტერესო და რომ მაქვს არაჩვეულებრივი უნარი, – დამსწე საზოგადოება ადვილად დავარწმუნო, როგორი მნიშვნელოვანია პიროვნების მოქალაქედ აღზრდა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, რის შემდეგაც მირჩიეს, არასამთავრობო სექტორში მეცადა ბედი (!)   მე კი, როცა კონკურსში მონაწილეობის მიღება გადავწყვიტე, დაბეჯითებით მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ სწორედ სკოლიდან უნდა დაიწყოს ადამიანის პიროვნული ცნობიერებით აღზრდა, მასში სამოქალაქო ვალდებულებების განვითარება და სწორი მიმართულების მიცემა, თორემ უკვე ფორმირებული ადამიანის გადაკეთებას  სამოქალაქო სექტორი   ვეღარ მოახერხებს…

  გასაუბრების ეტაპის დასასრულს, 30 აგვისტოს, სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა იმ პირთა სია, რომლებსაც კომისიამ სამეურვეო საბჭოებთან რეკომენდაცია გაუწია, მაგრამ აღნიშნულ სიაში, სხვა 88 კანდიდატთან ერთად არც მე აღმოვჩნდი, რისი  მიზეზიც დღემდე არ ვიცი… მხოლოდ შემიძლია ვივარაუდო და კომისიის წევრების მხრიდან ჩემი მისამართით გაკეთებულ მინიშნებებსაც თუ გავითვალისწინებთ, ვფიქრობ – დღევანდელ სკოლაში მოაზროვნე, მოქმედი, თავისუფალი, დაუმორჩილებელი, მოქალაქის აღმზრდელი დირექტორის ადგილი არ არის! თუ მოარულ ხმებსაც დავუჯერებთ და ეს საქართველოში ისეც არავის გაუკვირდება, სამინისტროში ნეპოტიზმი პირდაპირ მძვინვარებს და დიდი ალბათობით, მხოლოდ ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია და პიროვნული მრწამსი კი არ იყო  მიუღებელი, არამედ ჩემდაუნებურად კიდევ ისეთი სკოლები ავირჩიე, სადაც თავიდანვე განსაზღვრული იყო მომავალი დირექტორის ბედი!  აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ იმთავითვე დარღვეული იყო ჯანსაღი კონკურენციის პრინციპი და სკოლის მოქმედ დირექტორებს, ზოგ შემთხვევაში თუ დირექტორი არ იყო სერთიფიცირებული, მოქმედ მოადგილეებსა და მასწავლებლებს, რომლებმაც სერთიფიკატები მოიპოვეს, მისცეს თავიანთ სკოლებში წარდგენის უფლება. შესაძლოა ეს პირდაპირ არ გახლავს კანონდარღვევა, მაგრამ თუ ისევ ქართულ ხასიათსა და რეალობას გავითვალისწინებთ, მათ ამ უფლებით უკვე ცალსახად მიენიჭათ პრიორიტეტი.  ამის მაგალითად თუნდაც გამოდგება ის გარემოება, რომ მათთან ერთად წარდგენილი ეგრეთწოდებული უცნობი კანდიდატები, თითქმის არცერთ სკოლაში არ აირჩიეს, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა და მათმა უმრავლესობამ ერთი ხმაც კი ვერ მიიღო…  აღნიშნულიდან გამომდინარე მრჩება შთაბეჭდილება,  რომ ეს არჩევნები იყო სრული ბუტაფორია და განათლების სამინისტროს მიზანი სრულიადაც არ ყოფილა   რეფორმების გატარება ან სიახლეების დანერგვა. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ თბილისში არსებულ 91 სკოლაში, სამეურვეო საბჭოს  წარუდგინეს მხოლოდ ერთი კანდიდატი, რაც ცალსახად არის საარჩევნო პრინციპის დარღვევა. როცა განათლების მინისტრს ამის შესახებ ჰკითხეს, მან განაცხადა რომ ამის მიზეზი სერთიფიცირებულ კანდიდატთა სიმცირე გახდა მაშინ, როცა 89 ჩვენგანს არჩევნებში მონაწილეობის უფლება წაართვეს.   რიგ შემთხვევაში, მინისტრმა სულაც დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა და ბევრი მათგანი თავად დანიშნა. ცხადია, ამის უფლებას კანონი აძლევს, მაგრამ მეორეს მხრივ, ესეც საარჩევნო პრინციპის დარღვევაა. ასეთ შემთხვევაში, სკოლებს ჰყავთ სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორი კი არა (როგორც ამას ზოგადი განათლების კანონი ითვალისწინებს),  არამედ დანიშნული.

 ვინაიდან მაქვს პასუხგაუცემელი კითხვები, რომელზეც მხოლოდ სამინისტროს შეუძლია მიპასუხოს, უკვე წერილობით მივმართე მას და ვითხოვ, კანონით დადგენილ ვადაში, ასევე წერილობით მაცნობოს ჩემი სამეურვეო საბჭოსადმი არწარდგენის მიზეზი და გადმომცეს კომისიის სხდომის ოქმი."

  საინტერესოა, მართლაც რატომ არ მისცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, დირექტორობის უფლების მქონე სერთიფიცირებულ კანდიდატებს, სამეურვეო საბჭოს წინაშე წარდგენის  უფლება და ამ კითხვით, სამინისტროს საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ნატა ასათიანს მივმართეთ:

"კანონით არის განსაზღვრული, რომ მათ კომისიას წარუდგინონ სტრატეგიული განვითარების ხედვ"

_ 2013 წელს,  საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გამოაცხადებული  კონკურსი, სკოლის დირექტორობის უფლების მინიჭების შესახებ, 2014 წლის აგვისტოში დასრულდა, მაგრამ  სერთიფიცირებული კანდიდატების ნაწილს სამეურვეო საბჭოებთან წარდგენის უფლება არ მიეცა.

_ სერტიფიკატი ერთია, მაგრამ სკოლას ირჩევს ეს ადამიანი. შესაბამისად, კომისიამ უნდა განსაზღვროს, როგორ ხედავს იგი ამ კონკრეტული სკოლის განვითარებას.

_ არცერთ სერთიფიცირებულ კანდიდატს არ ჰქონდა შესაძლებლობა, კონკრეტულ სკოლაში შესულიყო და იქ არსებულ პროლემებს გაცნობოდა.

_ ამიტომ იყო საუბარი იმაზე, რომ  კონკრეტული გეგმა კი არ წარმოედგინათ, როგორც ეს კანონით  იყო გასაზღვრული. გეგმა სწორედ დიდ კონკრეტიკას მოითხოვს. ამიტომ უნდა წარმოედგინათ ხედვა. ხედვის წარმოდგენის შესაბამისად ნაწილდებოდნენ ეს ადამიანები სკოლებში.

_ როგორც ვიცით, კონკურსი დირექტორობის უფლების მინიჭების შესახებ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს, რომლებმაც სერთიფიკატი მიიღეს,  მოიპოვეს საჯარო სკოლის დირექტორობის უფლება.

_ 5 თვის განმავლობაში მათ აქვთ უფლება, იყვნენ  კონკრეტული სკოლის დირექტორები. თუ კონკრეტული სკოლის განვითარების ხედვა ვერ წარმოადგინეს, მათ შეუძლიათ    როცა ისევ გამოცხადდება სკოლის დირექტორის ვაკანსია, – თავიდან სცადონ ბედი. 

_ მაშინ რა საჭირო იყო სერთიფიცირება?

_ სერთიფიცირება როგორ არ იყო საჭირო,  კანდიდატი სერთიფიცირებული უნდა იყოს, რომ  მას დირექტორობის უფლება ჰქონდეს.

_ რამდენი სერთიფიცირებული დირექტორი დაინიშნა 2014 წლის სასწავლო წელს  სკოლებში?

_ ყველა. ვინც სადმე დაინიშნა, არის სერთიფიცირებული.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ამინდის გაუარესების გამო, გვიან ღამით, მთავრობის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართება

გამგებელი "გურია ნიუსს" ეხმაურება

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ევროკავშირის ახალი მექანიზმი უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ძალაში დღეიდან შედის

14:20; 30.12.2025
სამართალი

“ნუ დაელოდებით მაღალი სიცხის 3-4 დღიან პერიოდს” _ ივანე ჩხაიძე მშობლებს მიმართავს

13:42; 30.12.2025
სამართალი

ოთარ ფარცხალაძე ბრალდებას არ აღიარებს – სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

13:01; 30.12.2025
საზოგადოება

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

12:59; 30.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
საზოგადოება

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 63 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

11:45; 30.12.2025
საზოგადოება

საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა „სანამ ბიზნესს დაიწყებთ“ შექმნა

11:39; 30.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 იანვრამდე

11:01; 30.12.2025
საზოგადოება

თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა – უახლესი ინფორმაცია გზებზე დაწესებული აკრძალვების შესახებ

10:50; 30.12.2025
ზაფრანი

როგორ უნდა გაათავისუფლოთ სახლი ნეგატივისგან, ახალი წლის დადგომამდე   

10:36; 30.12.2025
ზაფრანი

იყავით ახალი წლის დედოფალი

10:35; 30.12.2025
ზაფრანი

რომელ ქვეყანაში შევხვდეთ ახალ წელს

10:33; 30.12.2025
ზაფრანი

საჩუქრები… საჩუქრები…   

10:31; 30.12.2025
ზაფრანი

საახალწლო რჩევა დარიგებები

10:27; 30.12.2025
საზოგადოება

ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაეცემა _ ამიდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:25; 30.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო