ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ირაკლი კუჭავა "გურია ნიუსის" წინა ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას _ "თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციები _ ვის, სად და რამდენი აქვს" ეხმაურება. კუჭავას თქმით, მისი მეუღლის სახელფასო ანგარიშზე არსებული 7 000 ლარი სესხია, რომელიც დეკლარაციაშიც აქვს აღნიშნული.
_ ჩემმა მეუღლემ 7 000 ლარის ოდენობის სესხი აიღო. იმ გრაფაში, რომელშიც საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხებია ჩასაწერი, ეს არ იწერება. ამიტომაც, ქონებრივი დეკლარაციის შესაბამის გრაფაში აღვნიშნე, რომ ეს თანხა "საქართველოს ბანკიდან" სესხად არის აღებული, _ აღნიშნა კუჭავამ.
ის, რომ გამგებლის მეუღლეს, ელისო სიხარულიძეს სესხი აქვს აღებული, კუჭავას ქონებრივ დეკლარაციაში ნამდვილად აქვს მითითებული.