გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, შალვა ბოლქავაძის ინფორმაციით, ამ წუთებში ოზურგეთში მძიმე მდგომარეობაა.
"დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები, წაღებულია საყანე ფართობები, ქუჩები წყლითაა სავსე. ზემო ნატანებში ადიდებულმა პატარა მდინარემ (ე.წ. ღელე) ხიდი წაიღო. სოფელ შემოქმედში 3 ოჯახის გამოყვანა გახდა საჭირო. სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ყველა გამოძახებაზე ხდება რეაგირება", _ გვითხრა ბოლქვაძემ.