ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყალდიდობაა. ეს კადრები სოფელ შემოქმედშია გადაღებული, სადაც მდინარე ბჟუჟი ისევ ადიდდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ქალაქ ოზურგეთის ერისთავის ქუჩიდან, სადაც ორი საცხოვრებელი სახლი დაიტბორა, სოფელ შემოქმედში მიდიან.