გასულ პარასკევს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, დამტკიცდა საკრებულოსა და გამგეობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეების კანდიდატურები.
საკრებულოში, ამ კომისიას, თავმჯდომარის მოადგილე გელა კილაძე უხელმძღვანელებს, გამგეობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-სატესტაციო კომისიის თავმჯდომარე თავად გამგებელი, ზაზა ურუშაძე იქნება.
რაც შეეხებ საკონკურსო-საატესტაციო კომისიების საქმიანობის დებულებას და საჯარო მოხელეთა დამატებით მოთხოვნებს, საკითხზე საკრებულომ მიიღო დადგენილება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, რომელსაც საკრებულოს მომავალ სხდომაზე დაამტკიცებენ.