გუშინ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის თოქ-შოუს _ "არჩევანი", სტუმარმა, საკანონმდებლო ორგანოში უმცირესობის წევრმა და მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრს ზაქარია ქუცნაშვილს ბრალი დასდო, რომ "ქართულმა ოცებამ" "პოლიტპატიმრების სტატუსებით გამოუშვით ჯაშუშები, ნაძირლები, ადამიანის მკვლელები…"
ე. წ. "სერგო თეთრაძის საქმეში" ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი გორელაშვილი, რომელმაც ციხე პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა, "გური ნიუსთან" აცხადებს, რომ დავით საყვარელიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს:
"მე და სერო თეთრაძე ერთად ვიყავით დაკავებულები. ის წამებით მოკლეს და მე რიგში ვიდექი. ის რადგან მოკვდა, მე ვეღარ შემეხნენ. ამის მერე მე ვარ ადამინის მკვლელი, ნაძირალა და ჯაშუში?!
პირადა მე, დავით საყვარელიძისგან ბოდიშის მოხდას ვითხოვ! გამოვიდეს იგივე ტელევიზიით, პრესით და ბოდიში მოიხადოს," _ ამბობს გორელაშვილი.