"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, ოზურგეთის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა, ტაქსის მძარცველები დააკავეს.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა, ტაქსი ქალაქ ოზურგეთიდან აიყვანეს და რამდენიმე წუთში მძღოლს მანქანა ჩამოართვეს და ფული წაართვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ძარცვის ფაქტი დროულად გაიხსნა და საქმე აღძრულია 178 მუხლის 3 ნაწილით.