რამდენიმე დღის წინ გამოცემამ "Rolling Stones" გამოაქვეყნა ჰოლივუდში მოღვაწე ყველაზე მდიდარი კინომოღვაწეების სია.
ამ ნუსხაში პირველობა არავის დაუთმო კინორეჟისორმა ჯეიმს კამერონმა. აღმოჩნდა რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მან 257 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
მეორე ადგილი მსახიობმა ჯონი დეპმა დაიკავა. მისი პირადი ანგარიში 100 მილიონი დოლარით გაიზარდა.
მესამე პოზიციაზე სულ რაღაც 80 მილიონი დოლარით კინორეჟისორი სტივენ სპილბერგი გავიდა.
მეოთხე რეჟისორი კრისტოფერ ნოლანია (70 მილიონი დოლარი), მეხუთე კი მსახიობი ლეონარდო დი კაპრიო – 61 მილიონი დოლარი.