გუშინ გამოცემამ "USA Today" საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
ცნობილი გახდა რომ პოპულარულმა ამერიკელმა კინომსახიობმა, 59 წლის ბრიუს უილისმა საკუთარი თავის მოსინჯვა ბიზნესში სცადა და რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ნიუ-იორკში ღვინის ბარი გახსნა.
ეს ბარი მანჰეტენის პრესტიჟულ უბანში მდებარეობს.
ბარის გახსნის წინ უილისმა თავისი მეგობრებისთვის დახურული საღამო გამართა. მსახიობმა ბარმენის პროფესია ჩინებულად აითვისა და ახლობლებს თავად მოემსახურა.
ბრიუს უილისის ბიზნეს-პარტნიორი ვინმე კრის სილეო გახლავთ. ის ამ დაწესებულებას ახასიათებს როგორც ბარს საუკეთესო ღვინის მოყვარულთათვის.
მისტერ სილეო დარწმუნებულია, რომ ეს ბარი მანჰეტენის ელიტის საყვარელი თავშეყრის ადგილი გახდება.
სადეგუსტაციო ღვინის სხვადასხვა სახეობებთან ერთად, ბრიუს უილისის ბარში სათანადო მისაყოლებლები და დესერტებიც ექნებათ.