2014 წლის 15 ოქტომბერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო–საატესტაციო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომის დღის წესრიგის შესაბამისად კომისიამ დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება შემდეგ საკითხებზე:
1. კონკურსის ჩატარების ეტაპებად განისაზღვრა: ა) საბუთების გადარჩევა; ბ) ტესტირება; გ) გასაუბრება.
2. ტესტირების ეტაპის მინიმალური ზღვარი განისაზღვრა სწორი პასუხების 55% (33 ქულა) ოდენობით.
რაც შეეხება კონკურსის ჩატარების გრაფიკს: კონკურსი გამოცხადდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. კანდიდატს ექნება არანაკლებ ათდღიანი ვადა საბუთების წარდგენისათვის. საბუთების გადარჩევის შემდეგ მოხდება ტესტირების ეტაპზე გადასულ თითოეულ კონკურსანტთან დაკავშირება. კონკრეტული თარიღები ტესტირებასთან დაკავშირებით მოგვინებით იქნება ცნობილი.