"გურია ნიუსის" ინფორმაციით, შესაძლოა, გურიის გუბერნია გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილ შენობაში გადავიდეს.
გურიის გუბერნატორი, გიორგი ჩხაიძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ზუსტად არ არის გადაწყვეტილი, რომელ შენობაში გადავა გუბერნიის ადმინისტრაცია.
"ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის. მიმდინარეობს რამდენიმე ვარიანტის განხილვა. ერთი რამ შეიძლება დაგიდასტურო, არის იმაზე საუბარი, რომ გუბერნია გადავიდეს ცალკე, დამოუკიდებელ შენობაში. მიმდინარეობს შერჩევა რამდენიმე ვარიანტისგან და დაახლოებით იმ კვირის დასაწყისში, სრულად გვექნება ჩამოყალიბებული თუ რომელი პროექტი იქნება შერჩეული და სად გადავა გუბერნია", _ გვითხრა გიორგი ჩხაიძემ.