ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგო შესაძლოა გაიზარდოს _ რას ფიქრობენ ამაზე რიგითი ოზურგეთელები და საჯარო მოხელეები;
რატომ შევიდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ფინანსური პოლიცია _ ლანჩხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძე პირველ კომენტარს ჩვენს გადაცემაში აკეთებს.
ამ გადაცემიდან გაიგებთ რის შემოწმებას უპირებს ზაზა ურუშაძე წინა ხელისუფლებას და რატომ მოხდა მუნიციპალიტეტის გამგეობიდან თანამშრომელთა გათავისუფლება კონკურსამდე რამდენიმე თვით ადრე.
სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.
რა საკითხებზე ისაუბრეს საბჭოს სხდომაზე, რა დავალებები მიიღეს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა და რა დანიშნულება აქვს საბჭოს. ამ თემაზე დღევანდელ გადაცემაში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე საუბრობს.