ოზურგეთის მერმა ბეგი სიორიძემ მოსკოვის ქუჩაზე მიმდინარე წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
ბეგი სიორიძე: მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ქუჩებზე, წყლის შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ქუჩებზე მაგისტრალების გამოცვლას, მოსახლეობაში კი წყლის შემყვანი მილების მოწყობას მოიცავს.
"აღნიშნული პროექტის განხორციელებას ოზურგეთის მოსახლეობა დიდი ხანია ელის, ამ პრობლემის მოგვარება უმნიშვნელოვანესია თითოეული მოქალაქისათვის, სამუშაოების დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება წყალმომარაგება, ასევე გაიზრდება წყლის მიწოდების გრაფიკი".
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე: ჭავჭავაძის, გაბრიელ ეპისკოპოსის, ბაქრაძის, ჟორჟოლიანის, აღმაშენებლის, თაყაიშვილის. მთლიანი ტერიტორია მოიცავს 27 კილომეტრს.
"სრული რეაბილიტაცია საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ მრავალრიცხოვანი დაზიანებები, წყლის სისტემა გამართულად იმუშავებს და მოსახლეობასაც აღარ შეექმნება მიწოდების პრობლემა, პროექტი დასრულდება 2016 წლის გაზაფხულზე, პროექტის ღირებულება 3 200 000 ლარს შეადგენს." _ განაცხადა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სერვისცენტრის დირექტორმა დავით ცერცვაძემ.(R)