ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიის წევრების გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით აპლიკაციების მიღების თარიღი დადგინდა. საჯარო სამსახურის ვებ-გვერდზე განაცხადების განთავსება აპლიკანტებს, ნაცვლად 25 ოქტომბრისა, 7 ნოემბრიდან შეეძლებათ. კომისიის სხდომის ოქმს ხელი მოაწერეს: კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ დავით დარჩიამ და კომისიის წევრებმა: არჩილ ყაზაიშვილმა, მაიზერ ცელაძემ, სოფიო სალუქვაძემ, თეიმურაზ ქინქლაძემ, კახაბერ ლომაძემ და გოჩა კილაძემ.
(R)