ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში დაფუძნებულმა კოოპერატივმა ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის გრანტი მოიპოვა. კოოპერატივის წევრებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა შეხვდა და სამომავლო საქმიანობაში დახმარება აღუთქვა:
_ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. ასეთივე გრანტი კიდევ ერთმა, ჩაის წარმოების კოოპერატივმა მიიღო და ეს ძალიან სასიხარულოა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი შესაძლებლობის და კანონის ფარგლებში კოოპერატივებს ყველანაირად დაეხმარება, _ აღნიშნა გამგებელმა.
(R)