https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ვინმემ უნდა მოგვკლას, ან თავი დავიწვათ, რომ ყურადღება მოგვაქციონ?!”

13:10; 30.10.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქვემო აკეთის მოსახლეობას, გურიის უმეტესი სოფლების მსგავსად, უწყლობისა და უგზოობის პრობლემა აწუხებს. ადგილობრივთა თქმით, სოფელი ხელისუფლების მიერ უყურადღებოდაა მიტოვებული.

სოფელში საყოველთაოდ გამეფებული უმუშევრობაა, რასაც თან სდევს სიღარიბე და, ზოგადად, მძიმე სოციალური პირობები. მოსახლეობის განცხადებით, სოფელ აკეთში არის ისეთი პრობლემები, რომლებიც უმეტეს სოფლებში მოგვარებულია, აკეთი კი რატომღაც დავიწყებულია. მათი თქმით, მთავრობაც შეიცვალა, წინასაარჩევნო დაპირებებიც ბევრი იყო, მაგრამ აკეთის გზა კვლავ სავსეა უკვე წლების განმავლობაში სიღრმემომატებული ორმოებით, რომელიც გადაადგილებას აუტანელს ხდის.

აკეთელები აღნიშნავენ, რომ სოფელს "პატრონი არ გამოუჩნდა", უყურადღებობაში კი კონკრეტულად, სოფელ აკეთის ყოფილ რწმუნებულს გულნარა ჩიჩუას და ლანჩხუთის მაჟორიტარ დეპუტატს თემურ ჩხაიძეს ადანაშაულებენ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში მოსახლეობის თხოვნით მივედით. იქ მცხოვრებლებმა უამრავ პრობლემაზე ისაუბრეს:

 "ციტრუსია ჩვენი სარჩო. ეს თუ არ გავყიდეთ, რა გვეშველება? ახალგაზრდები რომ არაა სოფელში, ამას ყურადღებას რატომ არ აქცევენ? ისეთი ჩაის ფაბრიკა გაგვიცამტვერეს… ამბობდნენ, მოვა "ოცნება" და გამოიძიებს საქმესო. სადაა, ვის აინტერესებს?! ვისაც პენსიონერი არ ჰყავს სახლში, ის ღატაკია. ახალგაზრდები პენსიამდე მისვლას ნატრობენ და სოფლიდან გარბიან", _ გვითხრეს აკეთში.

ჯენი ღლონტი: _ თუკი დღეს გურიაში რომელიმე სოფელს ჰქვია უპატრონო, ეს არის აკეთი. კონკრეტულად, ჩვენ ქვედა აკეთზე გვაქვს საუბარი. გზა ჩვენთან არაა და კვალი. კაცი არ კითხულობს ამბავს. ის თანხები, რომელიც სოფელს ეძლევა, რაში დაიხარჯა და რას მოხმარდა? ამ ბოლოს სტიქიამ სულ წაიღო ჩვენი ყანები _ 100 კილოგრამი სიმინდი მოვიტანე სახლში. ჩვენთვის არც შუქია და არც წყალი. სოფელს პატრონი არ ჰყავს _ 4 თვეა, რწმუნებული გათავისუფლებულია და ახალს არ ნიშნავენ, რას ელოდებიან? დრო გაჰყავთ, რომ ვინც მათ უნდათ, ისევ ის დანიშნონ. ჩვენ ვითხოვთ ისეთი ადამიანის დანიშვნას, ვისაც გული შეტკივა სოფელზე და ყურადღებას მოგვაქცევს.

თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობთ. თანხები რომ გადმოირიცხება, შეგვყრიან, სოფლის კრება ტარდებაო. დაგვპირდებიან ყველაფერს და მერე სად რა გაკეთდა, არაფერი ვიცით.

რაიონის დეპუტატს ხომ საერთოდ არ აინტერესებს ჩვენი სოფლის ამბავი. ერთხელ არ უნდა გვკითხოს, რა გვიჭირს? რომ ავირჩიეთ, მაშინ კარგი იყო? მაინც და მაინც ვინმემ უნდა მოგკლას, ან თავი უნდა დავიწვათ, რომ ვინმემ ყურადღება მოგვაქციოს?! _ ამბობს ჯენი ღლონტი.

ეთერ მჟავანაძე: _ ამ სოფელში დავიბადე და გავიზარდე, სკოლაში ვმუშაობ. მარტო სოფლის რწმუნებულზე კი არ ვართ ნაწყენი და გაბრაზებული, ჩვენ დეპუტატიც გვყავს არჩეული, ბატონი თემურ ჩხაიძე. ერთხელ ხომ უნდა შეხვდეს მოსახლეობას? მარტო საარჩევნო პერიოდში რომ გვხვდებოდა, გლეხის ამბავი არ უნდა იკითხოს? წელს რამდენი სიმინდი მოვიწიე, იცით? ტომარანახევარი. ჩვენი სოფელი თავიდან მოწინავე იყო, დღეს აღარაფერს აღარ წარმოადგენს _ გაღატაკებულია, ახალგაზრდები გადახვეწილია. ნებისმიერ სოფელში კეთდება რაღაც, აკეთის გარდა. ადრე ჩვენს სოფელში ასფალტის ქარხანაც იყო, იმ დროს დაგებული ასფალტია შემორჩენილი. ბევრ სოფელშია გაზი გაყვანილი, ჩვენთან ხსენებაც კი არ არის, მიუხედვად იმისა, რომ გაზის მილები ჩვენს ფართობებში გადის. ვის არ მივმართეთ, მაგრამ მხოლოდ დაპირებებით გვავსებენ. დღეს მარტო საბავშვო ბაღი გვაქვს აკეთში, სხვა არაფერი. გვეუბნებიან, რომ უჭერდით მხარს ამ "ოცნებას", რა გაგიკეთათო! მართალია, რატომ არაფერს აკეთებენ? არც კომპენსაციებია, ამდენი ოჯახი მშიერი დარჩა სტიქიის გამო.

ნუგზარ ჩხაიძე: _ გაჭირვებულ დღეში ვართ, სოფელი უპატრონოდაა. მგონია, აკეთი, რომელსაც ამდენი ნასწავლი ადამიანი ჰყავს, ასეთ დღეში არასდროს ყოფილა. ვიცით, ქვეყანას უჭირს და ჯერ არაა წელში გამართული, მაგრამ ასეთ დღეში რომაა ჩვენი სოფელი, ამას პატარა ყურადღება კი სჭირდება. რაც ახლა ხდება, ეს დაუშვებელია! ეს სოფლის მცხოვრებლების აბუჩად აგდებაა და მეტი არაფერი! სულ ცოტა აკლია და წყალი მთლად წაიღებს ყანებს, ნახევარზე მეტი ხომ წაღებულია. სტიქია რომ მოხდა, მაშინ გვითხრა რწმუნებულმა (ეს იყო არჩევნების წინა დღეებში), კომპენსაციები დაგირიგდებათო. აღწერეს კიდევაც ზარალი. გვითხრეს, ამ დღეებში მიიღებთ თანხებსო. სხვათა შორის, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროდანაც მოვიდნენ. დაგვპირდნენ და ველოდებით უკვე რამდენი თვეა, მაგრამ არაფერი არ ისმის კომპენსაციებთან დაკავშირებით. მდინარის ნაპირი მაინც გაამაგრონ _ სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ხიდსაც ემუქრება საშიშროება, _ ამბობს ნუგზარ ჩხაიძე.

"გურია ნიუსი" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის ყოფილ რწმუნებულს გულნარა ჩიჩუას დაუკავშირდა:

"რა უნდა გითხრათ? გაზს რომ ერთ წელიწადში ვერ შევიყვანდით, ეს ფაქტია. სტიქიას რომ წინ ვერ აღუდგები, ესეც კარგად იცით, გზაც გაკეთდება. რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ვართ გაურკვევლობაში. მოგეხსენებათ, უნდა ჩატარდეს ატესტაცია. მე ვაპირებ განცხადების შეტანას და გავალ გამოცდაზე", _ აღნიშნავს ჩიჩუა და მოსახლეობის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს ეთანხმება:

"ხალხის პრეტენზიები საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ არის, თუმცა, მარტო ქვემო აკეთი არ არის ასეთ მდგომარეობაში _ ანალოგიური მდგომარეობაა სხვა სოფლებში. მაგალითად, მე სადაც ვცხოვრობ, იქაც ყველა ამბობს, რომ სოფელი უპატრონოდაა.

როგორც ვიცი, სოფლისთვის თანხები გამოყოფილია _ რაც ეკუთვნის სოფელს, იმას მიიღებს, თუმცა, ეს არც ჩემი გადასაწყვეტია და არც გამგებლის. შეისწავლა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ვითარება. ვიცი, რომ აკეთს დახმარებას გაუწევენ და მოსახლეობაც მიიღებს კომპენსაციას. ვიცი, რომ უნდა გაკეთდეს გზაც. წინასაარჩევნოდ გუბერნატორმა სოფელს გამოუგზავნა ყანების შესაღობი მასალა. არაჩვეულებრივი მოსავალი აიღეს სოფელში ახლა, ამას ყველა დაადასტურებს. ვინ თქვა, რომ მოსავალი ცოტა იყო? გაბიონის გასაკეთებლად სოლიდური თანხაა გამოყოფილი. შესრულდება ნაპირსამაგრი სამუშაოებიც, მაგრამ მე ვარ მოწყვეტილი ამ ყველაფერს _ უფლება არ მაქვს დანიშვნამდე, სადმე რამეში ჩავიხედო", _ ამბობს ყოფილი რწმუნებული.

"გურია ნიუსი" სოფელ აკეთის მცხოვრებლების პრობლემებთან დაკავშირებით ლანჩხუთის მაჟორიტარ დეპუტატს თემურ ჩხაიძეს ესაუბრა. ჩხაიძემ გვითხრა, რომ ტყუილუბრალოდ შეხვედრებს და ბევრ საუბარს, საქმის კეთება ურჩევნია.

_ ვკითხოთ რწმუნებულს და მან თქვას, თუ რას ვაკეთებ მე სოფლისთვის, რამდენს ვიბრძვი მოსახლეობის საკეთილდღეოდ, მით უმეტეს, იმ სოფლისთვის, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა სტიქიის დროს. დედას გეფიცებით, ჩემი მოვალეობა რაც არის, იმას ვაკეთებ, მაგრამ ჩემს თავზე მე ხომ არ ვისაუბრებ? უმჯობესია, სხვამ ისაუბროს. რაც მე ვიომე აკეთისთვის, იმას არავინ არ გააკეთებდა და ვერც გააკეთებდა ჩემსავით.

_ ბატონო თემურ, დაგვისახელეთ, კონკრეტულად ერთი საქმე, რაც გააკეთეთ ამ სოფლისთვის.

_ სტიქიასთან დაკავშირებით, შარშანაც და წელსაც, გამოიყოფა ფული, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ დაზარალებულ ხალხს აუცილებლად დაეხმარებიან. მე მგონი, ეს ცოტა არაა. აკეთში მიმდინარეობს ეკლესიის მშენებლობა, რაც, ვფიქრობ, კარგი საქმეა. აბა, ჰკითხეთ რწმუნებულს, ვაკეთებ თუ არ ვაკეთებ საქმეს. თქვენ ვის ჰკითხეთ, რამდენს ჰკითხეთ და რამდენმა გამოთქვა ჩემს მიმართ უკმაყოფილება? მთელმა სოფელმა?

_ მოსახლეობა უყურადღებობაში გადანაშაულებთ. დარწმუნებული ხართ, რომ რწმუნებული თქვენზე აუცილებლად დადებითს იტყვის?

_  სოფელში თუ არა ჩავედი, ისე არ შეიძლება, საქმე გავაკეთო? მე მგონი, ბევრ საუბარს და ლაი-ლაის ჯობია, საქმე გააკეთო და სხვამ ისაუბროს ამაზე და არა შენ. თუ არ ხედავენ ამას, ბოდიში. ყველას ჰკითხეთ, მთელ სოფელს და ყველამ ასე გითხრათ? ჰგონიათ, ალბათ, რომ მართლა არ ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ ასე არ არის ნამდვილად. მონდომებული რომ ვარ და მაქსიმალურად ვცდილობ სოფლებს დავეხმარო, ეს ფაქტია, _ გვითხრა თემურ ჩხაიძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

როგორ ხდება ადგილობრივ თვითმმართველობაში "რეაბილიტირებული" ობიექტების ჩაბარება

სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მოადგილე პრემიერის მრჩევლად დაინიშნა

ყველა სიახლე

სამართალი

“ნაცნობს საფულე მოპარა და საბანკო ბარათებით პროდუქტები იყიდა”

21:09; 23.01.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

20:55; 23.01.2026
საზოგადოება

დაკავებული ტანკერიდან 5 მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა

20:12; 23.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის პროექტ Creator-ის გამარჯვებული მალე გამოვლინდება – რა უნდა იცოდე YouTube რეალითი შოუს შესახებ?

18:51; 23.01.2026
სამართალი

არასრულწლოვანის მიმართ წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 4 პირს ბრალდება წარუდგინეს

18:38; 23.01.2026
საზოგადოება

„სურები 2 ჰესის“ გზშ-ს განხილვა მოსახლეობის ერთი ნაწილი, პროტესტის ნიშნად არ დაესწრო

18:26; 23.01.2026
სამართალი

პროკურატურამ 88 პირს ბრალი წარუდგინა- ამოღებულია დიდი ოდენობით ჰეროინი, კოკაინი და მეთადონი

17:31; 23.01.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო შაბათ-კვირას

17:18; 23.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

15:58; 23.01.2026
საზოგადოება

უკანონოდ მოპოვებული ჯამში 700 კგ თევზი – ბრაკონიერობის შემთხვევები საქართველოში

15:46; 23.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: კომპანიები გამოხატავენ აბსოლუტურ მზაობას, რომ ვიმუშაოთ ფასების შემცირებაზე

15:20; 23.01.2026
საზოგადოება

“თუ უკვე შეძენილი გაქვთ პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოთ”- სეს-მა Picot -ის იმპორტიორი დააჯარიმა

15:17; 23.01.2026
ფინანსები

სუხიშვილების ტრიუმფი კარნეგი ჰოლის სცენაზე | მთავარი სპონსორი – საქართველოს ბანკი

15:11; 23.01.2026
პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: სტრასბურგმა საჭიროდ არ ჩათვალა აღნიშნული საჩივრების არც დაჩქარებული წესით განხილვა და არც არჩევნების შედეგების შეჩერება

15:04; 23.01.2026
პოლიტიკა

86%-იანი ფასნამატი და ევროპაზე ორჯერ ძვირი პროდუქტები საქართველოში – კობახიძე ბიზნესს ფასების შემცირებას სთხოვს

14:36; 23.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო