პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მოადგილე, სოფო ჯაფარიძე დაინიშნა.
"სოფო ჯაფარიძე პროფესიით სამართალმცოდნეა, ის დღემდე ევროკავშირის პროექტის მენეჯერი იყო. მანამდე კი სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. მას აქვს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება.
მოგეხსენებათ, ჩვენს მთავრობას აქვს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის ეფექტურად განხორციელებაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი სოფო ამ მოვალეობას თავს ღირსეულად გაართმევს", _ აღნიშნა პრემიერმა.