მიმდინარე წლის 27-28-29 ოქტომბერს, ჩოხატაურის კომპლექსური სასპორტო სკოლის და ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელობით ჩატარდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პირველობა კალათბურთში სკოლებს შორის. შეჯიბრებაში მონაწილეობდა ათი სკოლის ნაკრები გუნდი. პირველი ადგილი დაიკავა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლამ , მეორე ადგილი მიენიჭა #1 საჯარო სკოლას , მესამე ადგილი კი ხიდისთავის საჯარო სკოლას.
გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ თასებითა და წამახალისებელი სიგელებით. აღნიშნული შეჯიბრების შედეგად ჩამოყალიბდა მუნიციპალიტეტის ნაკრები გუნდი, რომელიც წვრთნას გააგრძელებს სასპორტო სკოლასთან არსებულ კალათბურთის წრეში.