პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გაათავისუფლა. საკუთარი ნებით თანამდებობიდან გადადგა სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ალექსი პეტრიაშვილი. ასევე, საგაერო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე.
კონსტიტუციის თანახმად, თუ კიდევ 2 მინისტრი დატოვებს დაკავებულ თანამდებობას, პრემიერი ვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინოს.
"თუ არანაკლებ 5 მინისტრი გადადგება, ამ შემთხვევაში პრემიერი ნიშნავს ახალ წევრებს და მთავრობა შედის პარლამენტში ნდობის მისაღებად. თუ მთავრობამ პარლამენტართა 76 ხმა ვერ მიიღო, ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანომ მთავრობის შემადგენლობა ჩააგდო იწყება კრიზისი.
ამის შემდეგ, პარლამენტმა თავად უნდა მოახდინოს მთავრობის ფორმირება. თუ ესეც ვერ ხერხდება, პრეზიდენტი ითხოვს პარლამენტს და ინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები", _ განმარტავს "გურია ნიუსთან" კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე.
ცნობისთვის, პარლამენტში უმრავლესობა 76 დეპუტატის გაერთიანების პირობებში იქმნება.
დღეს უმრავლესობას პარლამენტში 83 დეპუტატი ქმნის, აქედან ფრაქცია "ქართულ ოცნება – თავისუფალ დემოკრატებში" 10 წევრია, რომელთა უმრავლესობიდან გასვლით მივიღებთ 73 დეპუტატს, შესაბამისად კოალიცია უმრავლესობაში აღარ იქნება.
ასევე, აღსანიშნავია, რომ პოლიტოლოგთა და ანალიტიკოსთა წრეებში აქტიურად განიხილება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მხრიდან თანამდებობის დატოვება.