"თავისუფალი დემოკრატების" წევრის, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ჯერჯერობით მათ კოალიციის დატოვებაზე არ უსაუბრიათ.
"ჩვენ მივდივართ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე, გვაინტერესებს პარტნიორების მოსაზრება. ძალიან გულწრფელი და ღია საუბარი გვინდა ყველა თემაზე.
პირველი თემა იქნება პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროზე განხორციელებული პოლიტიკური შეტევა. ეს გვინდა გავარკვიოთ, რა ხდება, სად მივდივართ. ამის შემდეგ დასკვნასაც გამოვიტანთ და გადაწყვეტილებასაც", _ ამბობს დოლიძე.
კითხვაზე, ელიან თუ არა, რომ შესაძლოა კოალიციამ თავად მოისურვოს "თავისუფალი დემოკრატების" გარიცვხა, დოლიძე ამბობს, რომ "გარიცხვაზე და დატუქსვაზე საუბარი ზედმეტია."