საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ვენიდან გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური დაპირისპირება საფრთხეს უქმნის ქვეყანაში ინსტიტუტების ეფექტიან ფუნქციონირებას.
"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით კოალიციაში მიმდნარე კრიზისს, მაგრამ არ გაგვიკეთებია განცხადება გამომდინარე იქიდან, რომ მიგვაჩნია, კოალიციის სუბიექტებმა თავისი რესურსით უნდა დაძლიონ ეს ვითარება. ჩვენ არაერთხელ ხაზგასმით აღგვინიშნავს, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს ძლიერი ინსტიტუტებით და არა კულუარებიდან. შექმნილმა ვითარებამ მიგვიყვანა იმ რეალობამდე, რომ პოლიტიკური დაპირისპირება საფრთხეს უქმნის ქვეყანაში ინსტიტუტების ეფექტიან ფუნქციონირებას, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და, რაც მთავარია, ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტია.
აქედან გამომდიარე, ქვეყანაში დაბრუნებისთანავე, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩავერთვებით ამ პროცესების დარეგულირებაში", _ განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.