ჟურნალისტის შეკითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ ირაკლი ალასანია ოპოზიციაში გადავა ხედავს თუ არა ნინო ბურჯანაძე კონკურენტს, "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა განაცხადა, რომ მასში კონკურენტს ვერ ხედავს.
"მე არ ვხედავ ირაკლი ალასანიაში კონკურენტს ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ის არ არის იმ კალიბრის პოლიტიკოსი და ისეთი გამბედაობის მქონე ადამიანი, რომელსაც შეუძლია ლიდერის ფუნქციები იკისროს. ეს კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ ძალიან ნათლად გამოჩნდა გუშინდელი განცხადებების დროს. ლიდერები თავს არ ახსნევინებენ, ლიდერები ახერხებენ, რომ სხვაგვარად წავიდნენ თანამდებობიდან"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved