რამდენიმე საათის წინ, რუსულმა სპორტულმა გამოცემამ „სპორტ ექსპრესმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეროვნული გუნდისა და მოსკოვის „სპარტაკის“ მოთამაშე ჯანო ანანიძე რუსული „სახალხო გუნდის“ ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა.
მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, „სპარტაკი“, რუსეთის თასის შეხვედრაზე, შორეულ ქალაქ კომსომოლსკსიში უნდა გაფრენილიყო.
ჯანო ანანიძემ თვითმფრინავით, დიდ მანძილზე „მოგზაურობაზე“ სასტიკი უარი განაცხადა.
ალბათ გახსოვთ ადრე წარსულში ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი დენის ბერხკამპი, რომელიც ქართველი ჯანოსავით თვითმფრინავით მგზავრობას ერიდებოდა.
ჰოლანდიელის „ფრენის“ შიშისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ანანიძის „დასჯის“ შემდეგ რუსული „სპარტაკის“ საქმეები უკან და უკან წავიდა.
დღევანდელი დილიდან, რუსეთის პირველობაზე მოასპარეზე მოსკოვის „სპარტაკის“ შერყეული სატურნირო მდგომარეობა შეიძლება გამოსწორდეს.
ამისი უმთავრესი მიზეზი ის გახლავთ, რომ რუსთა „სახალხო გუნდის“ ხელმძღვანელობამ ურჩი „კავკასიელი“ მოთამაშე კვლავ ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა.