https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა კეთდება სოფლის მხარდამჭერი პროგრამით ოზურგეთში

13:11; 13.11.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, 35 965 ლარი გამოიყო, რაც სოფელ ოზურგეთის ცენტრში მდებარე კულტურის სახლის რემონტს დასჭირდა.

აღნიშნულ შენობაში, სადაც ადრე ყოფილი კოლმეურნეობა იყო განთავსებული, ამჯერად საექიმო ამბულატორია ფუნქციონირებს და განთავსებულია გამგებლის წარმომადგენლის ვალერი ჯინჭარაძის სამუშაო ოთახი.

"გურია ნიუსი" დაინტერესდა, როგორ და რაში იხარჯება ყოველწლიურად სოფლის მხარდამჭერი პროგრამით გამოყოფილი თანხები. ამჯერად, სოფელ ოზურგეთიდან დავიწყეთ. სოფელი ოზურგეთი ქალაქიდან 2 კილომეტრითაა დაშორებული. გამგებლის წარმომადგენლის თქმით, აქ 2 500 ადამიანი, 610 კომლი ცხოვრობს. სოფელში 13 უბანია, რომელთაც სხვა სოფლების მსგავსად, პრობლემები უხვად აქვთ. მათი ძირითადი პრობლემა გარე განათების უქონლობა, მოუწესრიგებელი შიდა გზები და უწყლობაა.

სოფელ ოზურგეთის ცენტრში მდებარე ყოფილი კოლმეურნეობის შენობა, მოსახლეობის თქმით, დღეს უფუნქციოა. იგი ნახევრად დანგრეული და ამორტიზებულია, შიგნით კიბე ჩანგრეულია, შელახულია კედლები. შენობის სავალალო მდგომარეობას სოფლის რწმუნებულიც ადასტურებს, რომლის სამუშაო ოთახიც ავარიულ მდგომარეობაშია _ ჩამონგრეული აქვს ჭერი.

 აღნიშნულ შენობაში, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, 35 965 ლარის ღირებულების მეტალო-პლასტმასის ფანჯრები ჩასვეს. სამუშაოები ინდმეწარმე გოჩა ერქომაიშვილმა შეასრულა.

"გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს სოფელ ოზურგეთში ვალერი ჯინჭარაძეს ესაუბრა.

ვალერი ჯინჭარაძე: _ პრობლემები თითქმის ყველა უბანშია. კონკრეტულად, არ არის სანიაღვრე არხები, გარე განათება _ ღამის განათებები აუცილებლად გასაკეთებელია; მოსაწესრიგებელია შიდა გზები. ამ მხრივ, ნამდვილად ცუდი მდგომარეობაა.

_ ბატონო ვალერი, როგორც მოსახლეობა ამბობს, განსაკუთრებით კატასტროფულ მდგომარეობაშია სოფელ გურიანთასთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა.

_ გეთანხმებით, ნამდვილად ასეა.

_ 2014 წელს, "სოფლის მხარდამჭერი პროგრამის" ფარგლებში, გადმოირიცხა 35 965 ლარი. რაში დაიხარჯა აღნიშნული თანხა?

_ ამ თანხით კულტურის ცენტრს ჩავუსვით მეტალო-პლასტმასის ფანჯრები.

_ ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნული თანხით გაკეთდა კულტურის სახლის რემონტი. რა გარემონტდა?

_ არა, რემონტი ნამდვილად არ გაკეთებულა. მარტო მეტალო-პლასტმასის ფანჯრები ჩაისვა. მთლიანობაში, არ მახსოვს ზეპირად რამდენი ჩაისვა.

_ სოფელში ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მოუწესრიგებელია შიდა გზები; არ არის გარე განათებები; სანიაღვრე არხები გასაწმენდია თითქმის ყველა უბანში; მოსახლეობას საყანე ფართობთან მისასვლელი გზა არ აქვს. ყოველივე ამის ფონზე, რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ, უფუნქციო და დანგრეული შენობისთვის მეტალო-პლასტმასის ფანჯრების ჩასმა, რომელიც 35 965 ლარი დაჯდა?

_ ახლა ნამდვილად უფუნქციოა ეს შენობა, მაგრამ ადრე ამ დარბაზში 400 კაცი ეტეოდა. ძალიან დიდი შენობა ახლა გაპარტახებული, დანგრეული და განიავებულია, საშინელი მდგომარეობაა, მაგრამ არ ვეთანხმები იმას, რომ არ უნდა ჩაგვესვა ფანჯრები. თუ ფუნქცია არ მივანიჭეთ, ფანჯარა არ ჩავსვით, მაშინ როგორ უნდა გარემონტდეს შენობა? ხომ უნდა დავიწყოთ? ვფიქრობ, რომ ეტაპობრივად უნდა გაკეთდეს. რაც გაკეთდა, ეს კარგია,.

_ ეტაპობრივად ამ უზარმაზარი შენობის რემონტს სოფლის მხარდამჭერი პროგრამით 10 წლის მანძილზე გამოყოფილი თანხებიც კი არ ეყოფა სრული რეაბილიტაციისთვის…

_ მინდა, რომ გაკეთდეს. აქ შეიძლება განთავსდეს ცეკვის წრე და ათასი რამ. თუ ცოტა რაღაც არ გაკეთდა თავიდან, ისე როგორ იქნება? სახურავის გაკეთებით დაიწყო თავიდან.

_ როგორც ვიცით, სახურავი სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში არ გაკეთებულა.

_ არა. სახურავი გაკეთდა შარშან, გამგეობამ გააკეთა სხვა ხარჯებით. რომ არ გაკეთებულიყო, მთლიანად ნადგურდებოდა ეს შენობა. გეთანხმებით, რომ უამრავი პრობლემა დგას სოფელში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ის თანხა, რაც გამოყოფილი იყო, გზების დაგებას მაინც არ ეყოფოდა.

_ ჩაატარეთ თუ არა სოფლის კრება პრიორიტეტების გამოსავლენად?

_ კი, ნამდვილად.

_ შეგიძლიათ, გვაჩვენოთ მოსახლეობის მიერ დაფიქსირებული ხელმოწერები?

_ ინფრასტრუქტურის სამსახურს აქვს ჩაბარებული. ხალხი თანახმა იყო ამაზე. მე არ ჩავრეულვარ _ მოსახლეობის აზრი იყო, _ გვითხრა ვალერი ჯინჭარაძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე მიიჩნევს, რომ შენობა, რომელსაც 35 969 ლარის მეტალო-პლასტმასის ფანჯრები ჩაუსვეს, ნამდვილად საჭიროა და მისი აღდგენა მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია.

_ ბატონო მერაბ, რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ, ფაქტობრივად უფუნქციო, დანგრეულ, ამორტიზირებულ შენობას სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, თითქმის, 36 000 ლარის მეტალო-პლასტმასის ფანჯრები ჩაუსვეს?

_ მცდარია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სოფელ ოზურგეთში არსებული ადმინისტრაციული შენობა დანგრეული, ამორტიზირებული და უფუნქციოა. პირიქით, ექსპერტებისა და შესაბამის სფეროში კომპეტენტური ადამიანების აზრს თუ გავითვალისწინებთ, აღნიშნული შენობა საკმაოდ მდგრადია და ის მუნიციპალიტეტმა სრულიად უპრობლემოდ შეიძლება გამოიყენოს თავისი უფლებამოსილების გახორციელების მიზნით, როგორც ძირითად (განუსხვისებელ) ქონებად.

რაც შეეხება იმას, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 36 000 ლარის დახარჯვა არამართებულად მიგაჩნიათ, განგიმარტავთ, საქართველოს მთავრობის "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ" 2014 წლის 20 თებერვლის #183 დადგენილებას თანდართული პროგრამის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, რწმუნებული ორგანიზებას უწევდა სოფლის კრების გამართვას, აწყობდა საჯარო განხილვას და კრების მონაწილეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სოფლისთვის გამოსაყოფი თანხის ოდენობის გათვალისწინებით, ადგენდა პროგრამით სოფლისთვის გამოსაყოფი თანხის გამოყენების მიზნობრიობას, რაც აისახებოდა სოფლის მოსახლეობის კრების ოქმში.

ამდენად, მხოლოდ სოფლის მოსახლეობის საერთო კრების შედეგად განისაზღვრებოდა პროგრამით სოფლისთვის გამოსაყოფი თანხის გამოყენების მიზნობრიობა, რაც, ჩვენს შემთხვევაში, კანონის სრული დაცვითაა გახორციელებული.

_ ჩვენი ინფორმაციით, სოფელ ოზურგეთის ძველი კოლმეურნეობის შენობა არ ირიცხება მუნიციპალიტეტის ბალანსზე. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტს ჰქონდა თუ არა უფლება სოფლის პროექტის ფარგლებში გაერემონტებინა შენობა?

_ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ" 2008 წლის 15 იანვრის N1-1/28 ბრძანებით, სოფელ ოზურგეთში არსებული ადმინისტრაციული შენობა გადმოცემული აქვს მუნიციპალიტეტს ძირითადი ქონების სახით.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მუნიციპალიტეტი ახლად შექმნილია, ის წარმოადგენს დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიული პირს და ფუნქციონირება, ფაქტობრივად, მიმდინარე წლის 4 აგვისტოდან დავიწყეთ. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა მოახდინოს, როგორც ხსენებული ქონების, ასევე, სხვა ნებისმიერი ქონების საჯარო რეესტრში ხელახალი რეგისტრაცია.

_ იმ ფონზე, როდესაც სოფელ ოზურგეთში, ისევე, როგორც სხვა სოფლებში მძიმე სოციალური ფონია, არ არის შიდა გზები მოწესრიგებული, დგას განათების პრობლემა, მოსახლეობა ითხოვს საყანე ფართობების შეღობვას, როგორ ფიქრობთ, რამდენად პრიორიტეტულია მოსახლეობისთვის მეტალო-პლასტმასის ფანჯრების ჩასმა?

_ რაც შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში და სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მძიმე სოციალურ ფონს, ალბათ, მოგეხსენებათ, რომ ასეთი ფონი დღეს და გუშინ არ დამდგარა. ის სათავეს 90-იანი წლებიდან იღებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ, მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა _ გამგებელი არჩეული იქნა პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე.

ამრიგად, მე და ჩემი გუნდი პატიოსანი, დაუღალავი და 24-საათიანი შრომით აუცილებლად მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ჩვენი მოსახლეობის უკეთესი მომავლის საქმეში.

_ ვინ ჩაიბარა აღნიშნული პროექტის შესრულება?

_ აღნიშნული პროექტების მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება უზრუნველყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილმა ინსპექტირების ჯგუფმა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, _ აღნიშნავს ჭანუყვაძე " გურია ნიუსთან" საუბარში.

რაც შეეხება ინდმეწარმე გოჩა ერქომაიშვილს, ის აღნიშნავს, რომ მან აღნიშნული სამუშაოები კანონის სრული დაცვით შეასრულა, რაც ჩაიბარა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"კვირის თემა" _ რას ნიშნავს დამამცირებელი თანამდებობა

სკოლაში ბავშვმა მძიმე დაზიანებები მიიღო

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურა: სასამართლომ გაიზიარა მტკიცებულებები და ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

12:14; 27.12.2025
საზოგადოება

დღეს დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად ფლიმარკეტი და მარში გაიმართება

11:03; 27.12.2025
საზოგადოება

მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფენ

10:54; 27.12.2025
სამართალი

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება

10:28; 27.12.2025
სამართალი

პოლიციამ სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:19; 27.12.2025
პოლიტიკა

ვისთვის გახანგრძლივდა 2026 წლის 1 აპრილამდე დახმარების გაცემა

10:12; 27.12.2025
პოლიტიკა

სადამდე გახანგრძლივდა საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა

10:07; 27.12.2025
სამართალი

ოჯახს 22 ძროხა მოპარეს

10:02; 27.12.2025
საზოგადოება

ეროვნულმა ბანკმა 21 სესხის გამცემი სუბიექტი დააჯარიმა

9:43; 27.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების მოკლე დახასიათება

9:27; 27.12.2025
ზაფრანი

როგორი დედა ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

9:22; 27.12.2025
ზაფრანი

სიყვარულს დაბადების საათი განსაზღვრავს

9:16; 27.12.2025
სამართალი

რამდენიმე ავტომობილი გაქურდეს

9:07; 27.12.2025
საზოგადოება

“გაითვალისწინეთ”- რა ხდება ამ წუთებში რიკოთზე

22:37; 26.12.2025
სამართალი

პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა

22:23; 26.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
0

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო