"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე ჩოხატაურიდან 70 ადამიანი გაემგზავრა. პარტიის ჩოხატაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, დიმიტრი კორიფაძის ინფორმაციით ყველა მთგანი პარტიის აქტივისტია:
_ აქციაზე დასასწრებად ჩოხატაურიდან 70 ადამიანია წასული. ყველა ჩვენი პარტიის აქტივისტია. თუმცა, როგორც ვიცი, სხვადასხვა სოფლებიდან, უპარტიო ადამიანები დამოუკიდებლად, საკუთარი სურვილით გაემგზავრნენ, _ გვითხრა კორიფაძე.
შეგასხენებთ, რომ დღეს, თბილისში, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართბა, რომელიც პარტიის ლიდერების განცხადებით ქვეყნის ინტერესების დასაცავად იმართება და მისი ლოზუნგია _ "არა აგრესიას, არა ოკუპაციას".