გასულ უქმეებზე ლანჩხუთში, ყოფილი "გემთშენის" მიმდებარე ტერიტორიაზე, საშუალო ასაკის მამაკაცის გვამი იპოვეს.
ჩვენი ინფორმაციით, მამაკაცს ცხოველის მიერ ძალადობის ნიშნები ეტყობოდა, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების არსებობის შესახებაც.
ინფორმაციის დასაზუსტებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დავუკავსირდით, სადაც გვითხრეს, რომ საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მოსახლეობაში სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი ლანჩხუთის მკვიდრი არ უნდა იყოს და შეიძლება დამნაშავეებმა მკვლელობის შემდეგ გვამი აღნიშნულ ტერიტორიაზე დააგდეს.