გაგიკვირდებათ და ცნობილ ამერიკელ მსახიობ რობერტ დე ნიროს საკუთარ შვილებთან რთული ურთიერთობა ჰქონია.
ამერიკულ მას-მედიასთან საუბრის დროს რობერტ დე ნირომ დაიჩივლა, რომ ძალიან უჭირს საკუთარ შვილებთან ურთიერთობა. (მსახიობი ხუთი შვილის მამაა).
დე ნიროს განსაკუთრებით მაინც ვაჟიშვილებთან კონტაქტი უძნელდება. მართალია მათ სასარგებლო რჩევა-დარიგებებს ხშირად აძლევს, მაგრამ ბიჭები მაინც ისე იქცევიან, თითქოს სრულიად იგნორირებენ მამის მდიდარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას.
საკუთარ შვილებთან ურთიერთობის პრაქტიკამ მისტერ რობერტი გარკვეულ გამოცდილებამდე მიიყვანა. მისი აზრით, მშობელს უნდა შეეძლოს შვილებთან ნორმალური ურთიერთობა. არ უნდა უკითხოს მომაბეზრებელი ლექციები. უნდა შეეძლოს შეაგნებინოს მათ ის ფასეულობები რაც ამ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია.