ეს ფოტო, რომელიც გასული საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან ფოტოებს შორის ყოველთვის მოიხსენიება, 1999 წელს გამოჩნდა. ქირურგმა ჯოზეფ ბრიუნერმა, ამერიკის ქალაქ ნეშვილის ვანდერბილტის უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო ცენტრის ექიმს, რთული ოპერაცია უნდა ჩაეტარებინა: ორსულობის 21-ე კვირაში ნაყოფს სპინა ბიფიდას დიაგნოზი დაუსვეს – ეს თანდაყოლილი დეფექტია, რომელიც ადამიანს არ აძლევს საშუალებას, გასწორდეს და ნორმალურად გადაადგილდეს.
მაგრამ გამოსავალი მაინც არსებობს: ქირურგიული ჩარევა, რომლის დროსაც ექიმი დედას საკეისრო კვეთას უკეთებს, საშვილოსნოს კვეთს და მცირე ჭრილობიდან ჩვილს უკეთებს ოპერაციას. ასეთ შემთხვევაში ბავშვი ჯანმრთელი იბადება.
მომავალი დედა ჯულია არმასი თავად მუშაობდა ბებიაქალად და მისთვის ცნობილი იყო იმ რთული ოპერაციების შესახებ, რომლებსაც წარმატებით აკეთებდა ექიმი ბრიუნერი. ამიტომაც წავიდა ამ მეტად სარისკო ნაბიჯზე. თუმცა სხვა გამოსავალი არ არსებობდა – მხოლოდ ამ სარისკო ქირურგიული ჩარევით გადაარჩენდნენ ბავშვს.
და აი, როცა იპერაცია დასასრულს უახლოვდებოდა, ჭრილობიდან უცებ პაწაწინა, თუმცა უკვე სრულიად ჩამოყალიბებული ხელი გამოძვრა და მაგრად ჩაეჭიდა ქირურგის თითს. ექიმი გაოგნდა, ვეღარც კი იძვროდა მოულოდნელობისგან.
ეს უნიკალური მომენტი ფოტოგრაფმა მაიკლ კლენსიმ დააფიქსირა და ფოტოს "იმედის ხელი" უწოდა. ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვი თითქოს მადლობას ეუბნებოდა მის მხსნელ ექიმს. როცა ეს ფოტო ნახა, ორსული ქალი რამდენიმე დღე ტიროდა.
ეს ბავშვი შემდეგ ჩვეულებრივ ვადაში დაიბადა, სრულიად ჯანმრთელი. მას სემუელ ალექსანდერ არმასი დაარქვეს სახელად.
ეს სემუელია დაბადებიდან 7 წლის შემდეგ
წყარო: http://mshoblebi.ge/