ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში რამდენიმე საათის წინ ახალგაზრდა მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა. როგორც “ გურია ნიუსს“ მეზობლებმა და ახლობლებმა უთხრეს, გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა დახმარებისთვის 112 -ს მიმართეს, თუმცა სასწრაფო დახმარების მანქანა ადგილზე დაგვიანებით მივიდა.
ნუგზარ ირემაძე: "აქ მოსვლა ყველას გაუჭირდება, მათ შორის სასწრაფო დახმარების მანქანას, რადგან ჩვენ არ გვაქვს დამისამართება, პრობლემებია ამ მხრივ, არ ვიცით სად ვცხოვრობთ, დაგვეხმარეთ ამაში, რომ ჩვენს საცხოვრებელ ადგილს ჰქონდეს მისამართი".