ოზურგეთში მყოფ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს, მთისპირში მცხოვრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, თამარ შავაძე შეხვდა.
ცნობისთვის, 2006 წლის 6 სექტემბერს, სოფელ მთისპირში ჯემალ და მერი შავაძეების ოჯახში მოულოდნელად ტრაგედია დატრიალდა – 19 წლის თამარ შავაძეს დაუზიანდა ხერხემალი, რის გამოც მას გადაადგილება არ შეუძლია.
"ყველას ვუგზავნი წერილებს და ვითხოვ დახმარებას, მაგრამ შედეგი არ არის. სასწრაფოდ მჭირდება ოპერაცია, ამის სახსრები კი ჩემს ოჯახს არ გააჩნია. ყოველი დღე ჩემთვის მნიშვნელოვანია. თუ ახლა არ გამიკეთდა ოპერაცია, არ არის გამორიცხული შემდეგ გვიანი აღმოჩნდეს", – უთხრა დიმიტრი ხუნდაძეს თამუნა შავაძემ.
დეპუტატი შავაძეს დაჰპირდა, რომ ის აუცილებლად გაეცნობა მის შესახებ ინფორმაციას და აუცილებლად დაუკავშირდება.