რესტორან Loft-ში "ნაბეღლავმა" ფოტოკონკურსში "მიქსტერია – გააგრძელე ზაფხული" " გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით ოფიციალურად დააჯილდოვა. 3 კვირიანი შეჯიბრის შედეგად კონკურსში 36 მდე ნამუშევარი შემოვიდა, მათგან კი ჟიურის მოწონება ოთო გორდელაძისა და ზურაბ ლოლაძის ნამუშევრებმა დაიმსახურა.
შეგახსენებთ, კონკურსი "მიქსტერია – გააგრძელე ზაფხული” 3 კვირის განმავლობაში, "ნაბეღლავის" ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე მიმდინარეობდა. "გამოიყენე ნაბეღლავის მინერალური წყალი თქვენთვის სასურველი კოქტეილის მომზადებისას, გადაუღე ლამაზად გაფორმებული ფოტო, გამოგვიგზავნე და დაელოდე გამარჯვებას!" – ეს იყო ის მარტივი მოთხოვნა, რომელიც კომპანიამ მონაწილეებს დაუწესა.
კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის საინტერესო აღმოჩნდა. მათ ვისაც კრეატიული ხედვები და განსაკუთრებული ფანტაზიის უნარი გააჩნდათ "წყალი მარგებელმა" ნიჭისა და შემოქმედობითობის გამოვლენის შესაძლებლობა მისცა.
კონკურსანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ შესაბამის ელექტრონულ მისამართზე, თავისი ხედვებისა და ფანტაზიის შესაბამისად შექმნილი კოქტეილის ფოტო გამოეგზავნათ, რომლის აუცილებელი ინგრენდიენტიც ნაბეღლავის მინერალური წყალი იქნებოდა.
ოთო გორდელაძე, გამარჯვებული: "მოწონებული მქონდა ნაბეღლავის ოფიციალური Facebook გვერდი და მათი გვერდიდან გავიგე ამ კონკურსის შესახებ. ჩემი კოქტეილი არის უფრო ალკოჰოლიანი. არის იგივე ჯინტონიკი. ტონიკი არის იგივე ნაბეღლავი, რაც ძალიან ჰგავს ტონიკს და ამიტომ გავაკეთე მსგავსი კოქტეილი".
ზურაბ ლოლაძე, გამარჯვებული: "კონკურსებში მონაწილეობა ხშირად მიმიღია და ხშირადაც მომიგია. შეიძლება თქვას, რომ მიმართლებს. ჩემი მეუღლისგან გავიგე ამ კონკურსის შესახებ და ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მიმეღო მონაწილეობა. ჩემი კოქტეილის შემადგენლობაში შედიოდა ლაიმი, პიტნა, ვაშლის წვენი და ნაბეღლავი. შემდეგ გადავუღე ფოტო და გამოვაგზავნე."
"ფოტოკონკურსი წამახალისებელ სახეს ატარებდა, "ნაბეღლავი" აქამდეც ხშირად გამოიყენებოდა სხვადასხვა ბარმენების მიერ კოქტეილების მომზადების პროცესში და გადავწყვიტეთ ამ ყველაფერში ჩვენი პროდუქციის რიგითი მომხმარებლებიც ჩაგვერთო. ყველას თავისი გემოვნების მიხედვით შეეძლო გამოეყენებინა მინერალური წყალი და შესაბამისად კრეატიულად გაფორმებული ფოტო გამოეგზავნა ჩვენს ელექტრონულ მისამართზე. გვინდა კომპანიის სახელით გამარჯვებულებს მივულოცოთ, ხოლო ყველა სხვა მონაწილეს მადლობა გადავუხადოთ კონკურსში მონაწილებისთვის, "ნაბეღლავი" მომავალშიც აუცილებლად ჩაატარებს სხვა მსგავსი სახის კონკურსებს, რომლებსაც უფრო მასშტაბური ხასიათი ექნება," – აცხადებს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორია ჟიჟკო.