თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ეკო კლუბი“ სკოლის მოსწავლეებს კონკურსს – „შექმენი საახალწლო ნაძვის ხე“– სთავაზობს, რომელშიც მონაწილეობის მიღება საქართველოს ყოველი სკოლის ყველა მოსწავლეს შეუძლია. კონკურსის მიზანია, ტყეების განადგურების, ახალგაზრდა ნაძვის ხეების უმოწყალო ჭრის შეჩერება, საახალწლოდ კი ხელოვნური ნაძვის ხეების საკუთარი ხელით შექმნის წახალისება.
პროექტი მოცავს სამ ეტაპს. პირველი ეტაპი დაიწყება 1 დეკემბერს და დასრულდება 15 დეკემბრის 18.00 საათზე. ამ პერიოდის განმავლობაში მოსწავლეებმა უნდა დაამზადონ ნაძვის ხეები სხვადასხვა სახის ნარჩენებისაგან. მაგალითად, გამოიყენონ მაკულატურა, პოლიეთილენი, მეტალი, ბიჟუტერია, ქსოვილი და სხვა ისე, რომ არ გამოიყენონ ნაძვის ხე ან მისი ტოტები. შეიძლება მხოლოდ ღეროსათვის ხის ჯოხის გამოყენება. ასე შექმნილი ნაძვის ხეების ამსახველი ფოტოსურათები (3 ფოტო), უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: tsuecoclub@gmail.com ან facebook გვერდზე Tsu Eco Club.
მეორე ეტაპზე დასავლეთ საქართველოდან შერჩეული ნაშრომები 18 დეკემბერს, ქ. ქუთაისში, გამოიფინება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოდან შერჩეული ნაშრომები კი 19 დეკემბერს, ქ.თბილისში.
მესამე ეტაპი ჩატარდება 25 დეკემბერს, ქ.თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, სადაც საუკეთესო ნამუშევრებს პრიზები გადაეცემათ.