გუშინ პოპულარულმა იტალიურმა გამოცემამ „La Stampa” საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ცნობილმა მსახიობმა და მომღერალმა, 76 წლის ადრიანო ჩელენტანომ გადაწყვიტა, რომ მიმდინარე წელს გამომუშავებული ჰონორარი – 700 ათასი ევრო ქველმოქმედებისათვის გამოიყენოს.
ცნობილი გახდა, რომ წინა კვირას მუსიკოსმა 200 ათასი ევრო ჰუმანიტარული ორგანიზაცია“Emergency”-ის ანგარიშზე ჩარიცხა.
ეს თანხა სიერა-ლეონესა და სუდანში მშენებარე საავადმყოფოებს მოხმარდება.
ამის გარდა ჩელენტანოს მეუღლემ კლაუდიო მორიმ, იტალიის ქალაქების რომის, მილანის, ნეაპოლის, ფლორენციის, ბარის, კალიარისა და ვერონას მერიებს წერილი გაუგზავნა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ 20-20 ათასი ევრო ყველაზე უფრო შეჭირვებულ ოჯახებს გადასცეს. ამ ქალაქების მერიების წარმომადგენლებმა ოჯახები თავად უნდა შეარჩიონ.