რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” ერთი საინტერესო გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
გაზეთის ჟურნალისტი კემბრიჯის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებს დაუკავშირდა და ერთი კითხვა დაუსვა: ყველაზე მეტად ადამიანებს რისი ეშინიათ?
კემბრიჯელებმა თავი არ შეირცხვინეს, ანალოგიური შეკითხვა სტუდენტებს დაუსვეს და მოკლე დროში „The Sun”-ს ამ კითხვაზე სრულყოფილი პასუხი გაუგზავნეს.
აღმონდა, რომ ადამიანებს ყველაზე მეტად თვითმფრინავით მგზავრობის ეშინიათ.
ინგლისელმა ფსიქოლოგებმა „შიშების“ ერთგვარი რეიტინგი შეიმუშავეს და მათ ქვემოთ შემოგთავაზებთ.
1. თვითმფრინავით მგზავრობა
2. ინტიმური სიახლოვე
3. სიბნელე
4. სიკვდილი
5. ობობები
6. მანქანით მგზავრობა
7. სიყვარული
8. ღმერთი
9. წარმატება
10. მარტოობა