https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

არა-ძალადობრივი კავშირი – დავარღვიოთ დუმილი!

20:12; 14.12.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

"საქართველოში საზოგადოება კვლავ ცხოვრობს სტერეოტიპულ გარემოში, სადაც, უმრავლეს შემთხვევაში, ქალის მიმართ ოჯახში ძალადობა გამართლებული ქმედებაა; ყველაზე ხშირად ქალთა უფლებები ირღვევა იქ, სადაც ადამიანი ყველაზე დაცულად უნდა გრძნობდეს თავს – ოჯახში.  მნიშვნელოვანია, რომ ისეთ თემებში, სადაც გოგონათა გასხვისება შინაური ცხოველებისა და ფულის სანაცვლოდ დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს, გააქტიურდეს სოციალური სამსახური, პოლიცია და საგანმანათლებლო დაწესებულებები“, _ აღნიშნულია სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ 2014 წლის ანგარიშში.

მსხვერპლი

თამუნა 36 წლის არის, სამ შვილთან და მეუღლესთან ერთად თბილისში ცხოვრობს. როგორც თვითონ ამბობს, ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა, თუმცა, ოჯახის დატოვებას არ ფიქრობს. ამბობს, რომ წასასვლელი არსად აქვს, მოხუც მშობლებს მისი შვილების რჩენას ვერ დაავალდებულებს.

"მიზეზი, რის გამოც შეიძლება მეუღლემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენოს, (ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც გავმხდარვარ) ნებისმიერი წვრილმანი შეიძლება გახდეს. მაგალითად, ბავშვი რატომ ტირის, ჭურჭელი დარეცხილი რატომ არ დახვდა და ა.შ. სამ შვილს მარტო ვუვლი, ამიტომ ბევრი რამის გაკეთება მიწევს. ბავშვები არასრულწლოვნები არიან და ყურადღება სჭირდებათ. ჩემი მეუღლე ყოფილი პატიმარია, ნარკომომხმარებელი იყო და 2010 წელს დაიჭირეს… მისი დაჭერის დროს იმხელა განსაცდელი გადავიტანე, გახსენებაც არ მინდა. ახლა ვცდილობთ, რეაბილიტაციის პროცესი ერთად გავიაროთ. ამიტომ არ მიფიქრია ოჯახის დატოვება, თუ ამდენს გავუძელი, ახლაც გავუძლებ. არ მინდა ზედმეტად გავაღიზიანო, მის კიდევ ერთხელ დაჭერას ვერც მე და ვერც ჩემი შვილები ვერ გადავიტანთ“, _ ამბობს თამუნა.

თამუნას მსგავსად, ოჯახური ძალადობის პრობლემა არაერთ ადამიანს აქვს. გაერო-ს მოსახლეობის ფონდის, 2009 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველი მე-11 ქალი, პარტნიორის მხრიდან, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა. ამავე კვლევის მიხედვით, ქალების და მამაკაცების დაახლოებით 30%  ქალის ცემას ამართლებს და ის ჩვეულებრივ პრაქტიკად მიაჩნია.

ძალადობის გამომწვევი მიზეზები

საქართველოს კანონი "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ ძალადობის ხუთ ძირითად სახეს ცნობს – ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას და ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ იძულებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მისი სურვილის საწინააღმედგო მოქმედება, 

ძალადობის გამომწვევ ძირითად მიზეზთა შორის კი სახელდება უმუშევრობა და სიღარიბე; ქალის ეკონომიკური დამოკიდებულება მამაკაცზე (რის გამოც შესაძლოა ქალი მაინც დარჩეს მოძალადე მამაკაცთან ); მშობლები, რომელთაც წარსულში თავად განიცადეს ძალადობა, ხშირად ხდებიან მოძალადეები;  სტერეოტიპული მიდგომა ოჯახში მამაკაცის დომინანტური როლის შესახებ; ძალადობა -კონფლიქტის გადაჭრის მიღებული მეთოდი. მაგ: მოძალადე მშობლები შესაძლოა მხოლოდ ასეთ ქმედებებს აღიარებენ ბავშვის აღზრდის საუკეთესო საშუალებად; და ისიც, რომ ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილინი პოლიტიკაში, მედიაში, სამართალდამცავ ორგანოებსა და სამედიცინო სფეროებში, რაც იწვევს მათ იდენტიფიცირებას მხოლოდ როგორც ოჯახის ნაწილად და არა დამოუკიდებელ ადამიანად.

ყვირილი, მუქარა, ცემა  – ადამიანს თავისი ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც უნახავს ძალადობის ფაქტი, თუმცა რამდენი მათგანი გაბედავს და შეატყობინებს პოლიციას, ვინ ჩადგება მოძალადესა და მსხვერპლს შორის? _ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ფსიქოლოგები, სწორედ საზოგადეობის ინდეფერენტულ მდგომარეობაზე მიუთითებენ, რასაც სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო რეაგირება მოსდევს.

კავშირ "საფარის“ ხელმძღვანელი, იურისტი ბაია პატარაია "გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ "საზოგადოება ცდილობს ოჯახური ძალადობის პრობლემა ოჯახის გარეთ არ გაიტანოს, შემდეგ ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული და ამას სავალალო შედეგებამდეც მივყავართ“.

"მარტო პოლიციელი ოჯახურ კონფლიქტს ვერ მოაგვარებს, საჭიროა მასში სოციალური მუშაკი და სხვა მექანიზმებიც ჩაერთოს. როგორც წესი, ძალადობა ოჯახში წლების განმავლობაში არსებობს, რაც ყვირილით და ჩხუბით იწყება, შემდეგ ცემაზე გადადის და ბოლოს მკვლელობით სრულდება, ამის შესახებ მინიმუმ ოჯახის წევრებისთვის და მეზობლებისთვის მაინც არის ცნობილი. რომლებიც შესაბამის რეაგირებას არ ახდენენ და საქმე მკვლელობამდე მიდის. გამოდის, რომ საზოგადოება და სახელმწიფო უწყობს ხელს მოძალადეს მკვლელად იქცეს. საზოგადოების მიდგომაა რომ ქალმა უნდა მოითმინოს, შეურიგდეს მოძალადეს, კატასტროფული შედეგების მომტანია“, _ ამბობს პატარაია.

პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზები

სწორედ იმისთვის, რომ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოებრივი ცნობიერების დონე აემაღლებინათ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, 25 ნოემბერს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანია – "არა ძალადობას!" დაიწყო. 

კამპანიის ფარგლებში, უბნის ინსპექტორებმა საქართველოს მასშტაბით დაარიგეს შს სამინისტროს მიერ მომზადებულ საინფორმაციო ბუკლეტები. ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ახალგაზრდების უკეთ ინფორმირების მიზნით კი, თბილისსა და რეგიონებში არაერთი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა ჩატარდა საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. კამპანია ახლაც გრძელდება.

შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი "გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ "პრევენციის მიზნით, შსს ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს მუდმივად ახორციელებს. 2014 წლის 29 ივლისს ძალაში შევიდა შს მინისტრის ბრძანება, რომლითაც თბილისის მთავარ სამმართველოში და სამხარეო მთავარ სამმართველოებში შემავალ განყოფილებებს დაევალათ განსაზღვრონ ორი მოქმედი თანამშრომელი (ქალი და კაცი), რომელიც იმუშავებს ოჯახში ძალადობის საკითხებზე და თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე მოაგროვებენ ინფორმაციას კონფლიქტური ოჯახების შესახებ. ბრძანების შესრულებას გენერალურ ინსპექცია აკონტროლებს. ჯგუფი ანგარიშს, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში წარადგენს".

მანამდე კი, ძალადობის ფაქტის დაფიქსირებისას, პოლიციელი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის და ძალადობის განმეორების თავიდან აცილების მიზნით შემაკავებელი ორდერი გამოსცეს, ამ ორდერით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში კი, მოძალადეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება, რაც შესაძლოა, პატიმრობითაც დამთავრდეს. ორდერის გამოცემის უფლება უკვე უბნის ინსპექტორებსაც აქვთ.

"თუ პოლიციელს საკმარისი მტკიცებულებათა სტანდარტი არ შეექმნა ადგილზე, მხოლოდ ერთი განცხადების საფუძველზე  შემაკავებელი ორდერის გამოწერა შეუძლებელია“, _ განმარტავს ნოდარ სააკაშვილი, თუმცა ამბობს იმასაც, რომ "იყო ძალიან ცუდი შემთხვევები, როდესაც პოლიციელი მომრიგებლის როლს ითავსებდა, ამიტომ ხელწერილები, რომელიც სამართლებრივ შედეგებს არ იწვევს ოჯახში წარმოშობილი კონფლიქტური სიტუაციების მოსაგვარებლად, უნდა გაუქმდეს".

თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლე მირანდა ერემაძე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გააქტიურებას ადასტურებს და აღნიშნავს, რომ "ბოლო პერიოდის განმავლობაში, სასამართლოში  შემაკავებელი ორდერების მატება შეიმჩნევა “.

"აშკარად შეცვლილია შსს-ს წარმომადგენლების მიდგომა. აქამდე თუ პოლიციელს სჭირდებოდა მსხვერპლის თანხმობა შემაკავებელი ორდერის დაწერისას, ახლა ეს თანხმობა არ არის საჭირო და ძალიან აქტიურად წერენ.რაც შეეხება დამცავ ორდერებს, რომლისთვისაც უშუალოდ დაზარალებულმა ან მისმა წარმომადგენელმა უნდა მომართოს სასამართლოს, მათი რაოდენობა ძალიან მცირეა, რისი მიზეზიც, ვფიქრობ, საზოგადოების ცნობიერების დონეა. ხალხს არ აქვს ინფორმაცია რას წარმოადგენს დამცავი ორდერი, ჰგონიათ, რომ ასეთი განცხადებით სასამართლოს რომ მომართოს, ბაჟის გადახდა მოუწევს. არადა, ისინი ბაჟისგან თავისუფლდებიან. ძალიან მარტივი განცხადების საფუძველზე ხდება მომართვა. განაცხადი  10 დღის ვადაში განიხილება და სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს“, _ აღნიშნავს ერემაძე "გურია ნიუსთან“ საუბრისას.

მოსამართლე ფიქრობს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ოჯახში ძალადობა საკმაოდ მკაცრად დასჯადია და კანონის გამკაცრება საჭირო არ არის.

"2012 წელს კანონში შევიდა ცვლილება და სანქცია საკმაოდ გამკაცრდა. რაღა შეიძლება გავაკეთოთ, როდესაც მოძალადეს ვაგდებთ სახლიდან და ვუკრძალავთ მსხვერპლთან მიახლოებას, ამაზე უფრო კანონის გამკაცრება ნიშნავს, რომ პირდაპირ პატიმრობა ან ჯარიმა გამოვიყენოთ. ჯარიმა გამოსავლად არ მიმაჩნია, რადგან  ამ შემთხვევაში ვამძიმებთ ოჯახის მდგომარეობას და შესაძლოა, ის კონფლიქტის და დაძაბული ურთიერთობის კიდევ ერთი მიზეზი გახდეს“,  _ აღნიშნავს ერემაძე.

 გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ მოძალადისა და მსხვერპლის თანაცხოვრება შეუძლებელია, მოძალადადისა და მსხვერპლის განრიდება ხდება.

სამართალდამცავს ან  ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს უფლება აქვს მსხვერპლი თავშესაფარში გადაიყვანოს. სახელმწიფო დაფინანსებით,  ასეთი თავშესაფარი ქვეყანაში ოთხია, რომელიც თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში ფუნქციონირებს. ამჟამად იქ 23 ქალია მოთავსებული.

სტატისტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2007-2014 წლების იანვარ-ივნისის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდში, სულ   1102 ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა, მათში მონაწილე 2223 პირით. მოძალადეებს შორის მამაკაცები სჭარბობენ – 1014, ხოლო ქალების რაოდენობა 82-ია.

მხოლოდ 2014 წლის იანვარ-აგვისტოში შსს-მ ოჯახური ძალადობის 309 შემთხვევაა დააფიქსირა, აქედან 216 გახსნილია. შარშან ამავე პერიოდში კი, 294 შემთხვევიდან 242 გახსნეს.

რაც შეეხება სასამართლოს სტატისტიკას, "გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, 2013 წელს, საქართველოს მასშტაბით, პირველი ინსტანციის სასამართლოებში დამცავი ორდერის გაცემაზე სულ 68 მოთხოვნა შევიდა, რომელთაგან 57 დაკმაყოფილდა. შემაკავებელი ორდერის დამტკიცებაზე შესულია 250 განცხადება, აქედან 241დაკმაყოფილებულია.

2014 წლის  9 თვეში კი, დამცავი ორდერების დაკმაყოფილებაზე სასამართლოებში შესულია 87 მოთხოვნა, აქედან 64  დაკმაყოფილდა. შემაკავებელი ორდერების დაკმაყოფილებაზე 288 მოთხოვნაა შესული, საიდანაც 284 დაკმაყოფილდა.

მკვლელობები ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე

2014 წლის 20 ივლისს, ზესტაფონში,  22 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა ქმარმა ეჭვიანობისა და ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოკლა. იმის მიუხედავად, რომ გარდაცვლილს უკვე გაკეთებული ჰქონდა განაცხადი შინაგან საქმეთა სამინისტროში, პრობლემის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.

8 აგვისტოს, თბილისში, გლდანში, მამამ შვილი მოკლა. შსს–ს ინფორმაციით, შემთხვევა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას მოხდა.

4 აგვისტოს თბილისში, დედაენის ბაღში სიმამრმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, სიძე სასიკვდილოდ დაჭრა. დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა.

8 ოქტომბერს, სოფელ ლამბალოში 30 წლის ხანუმ ჯეირანოვა მთელი სოფლის დასანახად ქმრის ნათესავებმა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც მან  თავი ჩამოიხრჩო.

18 ოქტომბერს, გურჯაანში, დარჩეთში, ურთიერთშელაპარაკებისას 73 წლის მამაკაცმა მეუღლეს ნაჯახით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. 

29 ოქტომბერს, დედოფლისწყაროში 31 წლის ორსული ქალი ქმარმა სასტიკად სცემა. ფაქტს მათი 13 წლის შვილი შეესწრო. 

ერთად ვუთხრათ არა – ძალადობრივ კავშირს!

ძალადობის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე ან ნომერზე 2 309 903. ანონიმურობა დაცულია. 

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

აი ისიც, ნამდვილი ჯადოქრობა _ დაივიწყეთ აიფონები სამუდამოდ!

თამაზ თამაზაშვილი: "ილია ჭავჭავაძის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ინტელექტუალი არ გვყოლია"

ყველა სიახლე

ზაფრანი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

0:25; 4.03.2026
სამართალი

ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

23:54; 3.03.2026
საზოგადოება

იტალიაში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

23:40; 3.03.2026
პოლიტიკა

საქართველოში ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი დაიწყო

19:42; 3.03.2026
საზოგადოება

11 ქალაქში ტროტუარზე დგომისთვის ჯარიმა 100 ლარი იქნება, სხვა ქალაქებში კი – 10 ლარი

17:02; 3.03.2026
ფეისბუქსტატუსები

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026
საზოგადოება

“სპეციალური რეისები შესრულდება” _ საგარეო უწყება

13:59; 3.03.2026
საზოგადოება

ხანძარი ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში _ შსს განცხადებას ავრცელებს

13:23; 3.03.2026
საზოგადოება

საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი დაემატა _ დამრღვევი 200 ლარით დაჯარიმდება

12:16; 3.03.2026
საზოგადოება

ახალი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ 2026-2027 წელს იმოქმედებს – განათლების მინისტრის ბრიფინგი

12:01; 3.03.2026
ზაფრანი

ვინ იქნება იდეალური ქმარი

11:27; 3.03.2026
ზაფრანი

წყვილები, რომელმაც არასოდეს უნდა იქორწინოს ერთმანეთზე

11:24; 3.03.2026
ზაფრანი

რას აღნიშნავს თქვენი ბინის ნომერი

11:21; 3.03.2026
ზაფრანი

ვინ შეიძლება იქცეს მამაკაცისთვის  „თავის ტკივილად“

11:18; 3.03.2026
ფეისბუქსტატუსები

ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

10:47; 3.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026
0

ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

10:47; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო