ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში მცხოვრებ 35 სოციალურად დაუცველ ოჯახს, დაბა ნასაკირალის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარემ შოთა ართმელაძემ და დაბა ნასაკირალის რწმუნებულმა ტარიელ ანთაძემ ახალი წლის დადგომა მიულოცეს და მათ ჰუმანიტარული ტვირთი სახით გადასცენ.
ტვირთში ერთი ტომარა ფქვილი, შაქარი, ზეთი, ტკბილეულობა და საყოფაცხოვრებო ნივთები იყო.
შუშანა აბუსერიძე: "სიტყვები არ მყოფნის, ისეთი გახარებული ვარ, ოთხი მცირეწლოვანი შვილის დედა ვარ, ოჯახში არვინ არ მუშაობს, მადლობა ჩვენი სოფლის დეპუტატს და რწმუნებულს ასეთი დახმარებისთვის.
გვინდოდა ჩვენი სოფლის შეჭირვებული ოჯახებისთვის ცოტაოდენი გაჭირვება ახალი წლისთვის მაინც შეგვემსუბუქებინა, ეს არის რაც პირადად ჩვენი და ჩვენი მეგობარი ბიზნესმენების მიერ გამოგზავნილი დახმარება" – გვითხრა შოთა ართმელაძემ.