ზამთარია და ირგვლივ გრიპი მძვინვარებს! როგორ დავიცვათ თავი? პირველ რიგში, არ უნდა გავთამამდეთ და არ ჩავიცვათ შილიფად.
მეორე გასათვალისწინებელი დეტალი: მოვერიდოთ ორპირ ქარს. მესამე: ხშირად ვიბანოთ ხელები. მეოთხე: დღეში რამდენჯერმე გავანიავოთ ის ოთახი, სადაც ხშირად ვართ. მეხუთე: არ ვიაროთ ხალხმრავალ ადგილებში.
რა ვჭამოთ? უნდა მივიღოთ სითხე, ხილი და ბოსტნეული. დღეში ერთხელ მაინც დავლიოთ ლიმონიანი წყალი. მოვამზადოთ ნიორწყალი და გადავასხათ კერძებს, მაგალითად, შემწვარ ბადრიჯანს.