სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, დავით სუჯაშვილი პირადად ესაუბრა საქათველოს ელჩს იტალიაში, კახა სიხარულიძეს.
ბოლო ინფორმაციით საბერძნეთის სანაპიროსთან ბორან "ნორმან ატლანტიკ"-ზე მყოფი 478 მგზავრიდან საქართველოს 8 მოქალაქე იყო, როგორც საქათველოს ელჩმა იტალიაში კახა სიხარულიძემ განაცხადა ერთ-ერთი ქართველი, ფეხმძიმე ქალბატონი, ქალაქ ბარის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მიმდინარეობს სამაშველო – სამძებრო სამუშაოები. ამ დროისთვის ვერ დგინდება ერთ-ერთი ქართველი მგზავრის ადგილსამყოფელი, თუმცა ელჩი არ გამორიცხავს, რომ იგი იმ გადარჩენილ მგზავრებს შორის არის, რომლებიც ალბანეთისა და საბერძნეთის ტერიტორიებზემაშველებმა გადაიყვანეს. როგორც ცნობილია სამაშველო ოპერაციაში საბერძნეთის, იტალიისა და ალბანეთის სამაშველო სამსახურები ერთობლივად მონაწილეობენ.
შეგახსენებთ, რომ ადრიატიკის ზღვაში, 28 დეკემბერს გამთენიისას საბერძნეთის სანაპიროსთან ბორან "ნორმან ატლანტიკ"-ზე ხანძარი გაჩნდა.
სახელმწიფოუსაფრთხოებისადაკრიზისებისმართვისსაბჭოს კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერატიული ცენტრი მუდმივ კონტაქტში იმყოფება იტალიის სამოქალაქო თავდაცვისა და კრიზისების მართვის დირექტორატთან.
ამ პროცესში ასევე ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე.