ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, 1 იანვარს ორი ბიჭი _ გიორგი მანჯავიძე და დემეტრე კარტოზია დაიბადა.
_ ვცხოვრობ სოფელ გურიანთაში, ვარ ხუთი შვილის დედა. ოთხი გოგო მყავს და მეხუთე შვილი, ბიჭი 1 იანვარს დაიბადა. გიორგი დავარქვით სახელად. _ გვითხრა გიორგი მანჯავაძის დედამ, ირმა ჭაღალიძემ.
იმავე დღეს დაიბადა დემეტრე კარტოზია.
_ მეორე შვილის დედა გავხვდი, პატარა დემეტრე თავს კარგად გრძნობს. პირველი გოგო მყავს, – თქვა ჩვენთან საუბრის დროს დემეტრე კარტოზიას დედამ ლიკა გუნთაძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved