ძალიან ხშირად, წარუმატებლობის მიზეზი ყოველივე სიახლის შიშია. თუ ყველაფერი ახალი გაშინებთ, წინსვლის იმედიც ნუ გექნებათ.
გველი ტყავს მაშინ იცვლის, როცა ძველ ტყავში თავს კომფორტულად აღარ გრძნობს – მას ეს კარგად გამოსდის. მაგრამ, ადამიანის შემთხვევაში, სირთულეებს ვაწყდებით. შეცვალო – ნამდვილად არ არის ადვილი. იდეალი, ბუნებრივია, მაშინვე არ მიიღწევა, უფრო – პირიქით, შეიძლება, რამდენიმე სერიოზული შეცდომაც დაუშვა. რა თქმა უნდა, წლობით გამჯდარ და გათავისებულ სტილს ხელის ერთი აქნევით ვერ მოიშორებთ. თავადვე მოგეჩვენებათ უჩვეულოდ და უხერხულობასაც იგრძნობთ.
მთავარია, პანიკაში არ ჩავარდეთ. წინააღმდეგობები და პრობლემები ნორმალური მოვლენაა. ნურასოდეს დაუსახავთ საკუთარ თავს ამოცანად: „დავიწყო ახალი ცხოვრება ორშაბათიდან“. მალე მიხვდებით, რომ ეს სასაცილო, ბავშვურ თამაშს დაემსგავსება. რადიკალიზმი საჭირო არ არის. პეპელასაც კი გარკვეული დრო სჭირდება, მატლიდან რომ ამობრწყინდეს.
ასე რომ, ოცნებებსა და ილუზიებს მოეშვით. ამას ჯობია, იმოქმედოთ, საღად შეაფასოთ საკუთარი მდგომარეობა და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ წაიწიოთ წინ. მერე დაფიქრდით, რას მიაღწიეთ, გააქტიურდით და იმოქმედეთ.
შეაქეთ საკუთარი თავი იმისთვის, რომ უკვე მიხვდით, რაშია თქვენი სისუსტე, რა უნდა გამოასწოროთ და როგორ აღმოფხვრათ შეცდომები, ცხადია არ უნდა გქონდეთ უამრავი „ხვალ“. ხვალ ახალი დღე დადგება და ახალი საქმე გამოჩნდება. მოინდომეთ და გამოგივათ – აუცილებლად მიაღწევთ მიზანს, თუნდაც ნაბიჯ-ნაბიჯ…