ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მოპარულია საწვიმარი მილი.
შენობის პირველ სართულზე მცხოვრები ერთ-ერთი ქალბატონის ინფორმაციით მან პოლიციას უკვე მიმართა. დანარჩენების თქმით კი, აღნიშნულ შენობაში "უცნაურობები" ხდება.
" რა არ ხდება ამ შენობაში. ასე როგორ შეიძლება, არაფერი არ დატოვეს. ოთახის კარები ჩამოიღეს და დაწვეს, ეს როგორ შეიძლება? შენობაზე რკინა მოხერხეს, მოიპარეს და აქედან გამომდინარე დავრეკეთ პატრულში. ეს შენობა გახდა ყველაფრის შენობა, რა არა ხდება და ყოველთვის ვართ შიშის ქვეშ. რას არ აკეთებენ. სანამდე შეიძლება ასე გაგრძელდეს". _ გვითხრა ერთ-ერთმა მდგურმა. "
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე აღძრულია 177-ე მუხლით და ორი ქალბატონი დაკითხვის მიზნით უკვე იმყოფებოდა სამართალდამცავ სტრუქტურაში.
ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს ქალაქ ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძე:
"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ელექტროენერგიის გადასახადი ამ ოჯახებს 1 მარტამდე გადავუხადოთ, ამავე დროში მოხდება საცხოვრებელი ფართით მათი დაკმაყოფილება, თუმცა მერია მხოლოდ იმ ოჯახებზე ზრუნვას შეძლებს, რომლებიც ქალაქში რეგისტრირებულნი არიან. ამ საკითხზე სპეციალური კომისია მუშაობს, რომელიც უსახლკაროთა ბაზას ქმნის. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენობა ასე განუკითხავად იძარცვებოდეს", – თქვა ბეგლარ სიორიძემ.